რამდენიმე ფაქტი შუა საუკუნეების ისტორიიდან…

შუა საუკუნეების ევროპულ ქვეყნებში ქრისტიანები მაქსიმალურად გაურბოდნენ ეგრეთ წოდებულ “იუდას მზერას”,რადგან მას საფრთხისა და უბედურების წინმსწრებ მოვლენად მიიჩნევდნენ.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ იუდას ევროპელი ხატმწერები არა ანფასით (პირისახე წინიდან),არამედ პროფილით გამოსახავდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

შუა საუკუნეების რიგ ევროპულ ქვეყნებში,იმ მანდილოსნებს,რომლებიც არალეგალური გზით იკეთებდნენ აბორტს,ჯალათები მკერდს ჰკვეთდნენ საწამებელი იარაღით,რომელსაც “ესპანურ ობობას” უწოდებდნენ.თავის მხრივ,”ესპანური ობობა” წარმოადგენდა რკინის ბრტყელტუჩას,რომელსაც წამების წინ ჯალათები ცეცხლზე მაქსიმალურად ახურებდნენ.

* * *

როგორც ცნობილია,შუა საუკუნეებში მოხეტიალე მუსიკოსებს,რომელთაც საფრანგეთის სამხრეთში – ტრუბადურებს,ჩრდილოეთში – ტრუვერამებს,ხოლო გერმანიაში – მინეზინგერებს უწოდებდნენ,რიგ ევროპულ ქვეყნებში იმდენად უმნიშვნელო “არსებებად” მიიჩნევდნენ,რომ მათი მკვლელობა სერიოზულ დანაშაულად არ მიიჩნეოდა.

* * *

შუა საუკუნეებში წარმოებული ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდში,რაინდთა გარკვეულმა ნაწილმა ფიცი დადო,რომ მანამ არ დაიბანდა,სანამ ქრისტეს საფლავს მუსლიმანებისაგან არ გამოიხსნიდა.აღნიშნულ ფიცს განსაკუთრებით იცავდნენ ტამპლიერთა ორდენის წარმომადგენლები.როგორც იმ პერიოდის ჩანაწერები მოწმობენ,ქრისტეს საფლავის გამოხსნამდე ტამპლიერებს დაუბანლობის შედეგად თან სდევდათ საშინლად მყრალი სუნი.

* * *

როგორც ცნობილია,პროსტიტუცია განსაკუთრებით შუა საუკუნეების ეპოქაში ჰყვაოდა.მიუხედავად იმისა,რომ პროსტიტუციით დაკავებულ ადამიანებს კათოლიკური ეკლესია გჰენიის ცეცხლში სამარადჟამო დაწვით ემუქრებოდა და ქრისტიანული სახელმწიფოების მეთაურებისგანაც მოითხოვდა თავიანთი მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყნებში პროსტიტუცია ოფიციალურად აეკრძალა,შედეგი ამ მხრივ მაინც მეტად სავალალო იყო.თომა აკვინელი,რომელიც იმ ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ თეოლოგად მიიჩნეოდა,კათოლიკური ეკლესიის გალაშქრებას პროსტიტუციის წინააღმდეგ არ იზიარებდა და ამბობდა: “პროსტიტუციის ოფიციალურად აკრძალვა მიგვიყვანს იმ მდგომარეობამდე,რომ საზოგადოება მასობრივად გაეხვევა მრუშობის ცოდვაშიო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

შუა საუკუნეების ევროპელ მანდილოსნებში მოკლედ შეკრეჭრილი თმები – ღალატის სიმბოლოდ აღიქმებოდა.

* * *

რადგანაც შუა საუკუნეებში მოღვაწე სასულიერო პირებს ყველაზე კარგი წვდომა ჰქონდათ სამედიცინო ლიტერატურასთან,ისინი ჩამოყალიბებული იქნენ მეტად განათლებულ მედიკოსებად.თუმცა, 1215 წელს რომის პაპმა ინოკენტი III-მ კატეგორიულად აუკრძალა ბერმონაზვნებს სამედიცინო საქმიანობით დაკავება,რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ თავიანთი სამედიცინო ცოდნა და პრაქტიკა საერო პირებისათვის გადაელოცათ.

* * *

XII საუკუნემდე ქალაქში განთავსებული სახლები დიდად არ განსხავდებოდნენ სოფლებში არსებული სახლებისაგან,რადგან ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლებიდან ჩასულთაგან შედგებოდა და შესაბამისად,ისინი თავიანთ სამშენებლო პრაქტიკას ქალაქებში იყენებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>