ზალევკუსი
ძვ.წ.აღ-ით VIII – VII საუკუნეებში ძველ ბერძნული ლოკრიდის ოლქის მაცხოვრებელი დაბალი ფენის წარმომადგენელი მოსახლეობა,იმისათვის რომ ადგილობრივი არისტოკრატების ზეწოლისაგან თავი დაეხსნა,იძულებული გახდა იტალიაში გადასახლებულიყო და იქვე დაეარსებინა ეპიზეფირელი ლოკრების კოლონია. (ავტორი გენია.ჯი) მალევე აღნიშნულ კოლონიაში სხვა ბერძენი ემიგრანტებიც დასახლდნენ.იძულებით გადაადგილებულთა შორის მრავალი მეამბოხე სულის ადამიანი იყო,რის გამოც შექმნილი სიტუაცია მოითხოვდა კარგი სამართლებლივი ბაზის შექმნას,რათა ეპიზეფიელი ლოკრების კოლონიაში წესრიგი დამყარებულიყო.დელფოს ორაკულის რჩევით,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 660 წელს კანონების შექმნა დაევალა სიბრძნითა და თავისი პრინციპების დაცვით სახელგანთქმულ – ზალევკუსს (მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით VII საუკუნეში).ერთ-ერთი ვერსიით ზალევკუსი დაბალი ფენის წარმომადგენელი,მონა-მწყემსი გახლდათ,რომელიც ლოკრიელების მიერ იქნა განთავისუფლებული.მეორე ვერსიის თანახმად,იგი დიდგვაროვანი ოჯახის შთამომავალი იყო,ხოლო მესამე ვერსიით კი პითაგორას მოსწავლეს ან მონას წარმოადგენდა.დავალების მიღებიდან უმოკლეს პერიოდში,დიდმა ძველ ბერძენმა კანონმდებელმა ეპიზეფიელი ლოკრების კოლონიის მაცხოვრებელთათვის შექმნა ისტორიაში პირველი წერილობითი კანონები (გასათვალისწინებელია,რომ ლეგენდარულ სპარტელ კანონმდებელს – ლიკურგეს მის მიერ შემუშავებული კანონები წერილობითი სახით არ გამოუცია).ზალევკუსის მიერ დაწერილი კანონები დიდი სიმკაცრით,თუმცა ამასთანავე დიდი სიბრძნითა და სამართლიანობითაც გამოირჩეოდა.მალევე ზალევკუსს – “აისიმენტის” ჩინი მიანიჭეს,რაც თავის მხრივ,სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბების ორგანიზატორს აღნიშნავდა.მის მიერ შექმნილმა კანონებმა განსაზღვრა კოლონიის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ყოველი კლასის წარმომადგენლის უფლებები.იმავე კანონებით,მკაცრად ისჯებოდა საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევა ღამის საათებში,ძალადობა,გამომძალველობა,ქრთამის აღება და ასე შემდეგ.მოკლედ რომ ვთქვათ,ზალევკუსის კანონები ადამიანთა თანაბარუფლებიანობის პრინციპებზე გახლდათ აგებული. (ავტორი გენია.ჯი) იმ შემთხვევაში,თუკი ვინმე ზალევკუსის მიერ დაწერილი კანონის შეცვლას მოისურვებდა,ასეთ დროს ახალი კანონის შემოქმედი ვალდებული იყო “ათასი მოქალაქისაგან” შემდგარი საბჭოს წინაშე თოკით ყელზე წარმდგარიყო.თუკი “ათასთა საბჭო” ინოვაციურ კანონს დაიწუნებდა,მაშინ კანონის შემოქმედი ვალდებული იყო იმავე თოკით ჩამოეხრჩო თავი,რომლითაც გამოცხადდა იგი ზემოაღნიშნული საბჭოს წინაშე.სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ ზალევკუსის მიერ შედგენილ კანონებში ცვლილებები შემდგომი 300 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ განხორციელდა.
საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ უდიდესი ძველბერძენი კანონმდებელი თავადაც უმკაცრესად იცავდა მის მიერ დაწერილ კანონებს და თავადვე აძლევდა მაგალითს თანამემამულეებს კანონების აღსრულებისა.ცნობილი ფაქტია,რომ ზალევკუსის ვაჟი დადანაშაულებული იქნა გარყვნილ ქმედებაში.მამამ შვილის მიმართ კანონის მთელი სიმკაცრით აღსრულება მოითხოვა.ის დანაშაული,რომელშიც ბრალი ზალევკუსის ვაჟს მიუძღოდა – თვალების დათხრით ისჯებოდა.მიუხედავად იმისა,რომ პირველი ძველბერძენი კანონმდებლის ვაჟის შეწყალება მოსახლეობამ მოითხოვა,ზალევკუსი მაინც შეუვალი აღმოჩნდა.”ათასთა საბჭო” დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა… გამოსავალი კი კვლავაც ზალევკუსმა იპოვა: მან,როგორც მამამ,შვილის აღზრდაზე პასუხისმგებლობა თავადაც აიღო – ჯალათმა ზალევკუსი და მისი მსჯავრდებული ვაჟი ცალ-ცალი თვალით დააბრმავა… (ავტორი გენია.ჯი)