“მსოფლიო აგურის მუზეუმი” – (ეპიზოდი)

იაპონიაში,კერძოდ კიოტოს პრეფექტურის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქ მაიძურუში განთავსებულია “მსოფლიო აგურის მუზეუმი”. (ავტორი გენია.ჯი) ამ მეტად საინტერესო მუზეუმში წარმოდგენილი თითოეული საექსპონატო აგური ამა თუ იმ პერიოდში არსებული მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ნაგებობებიდან არის აღებული.მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპონატი გახლავთ კუნძულ დელფოზე 2 500 წლის წინ არსებული უძველესი ტაძრის ნაშთებიდან აღებული აგური.თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ხანის დინასტიის მმართველობის ეპოქაში (ძვ.წ.აღ-ით 206 – ახ.წ.აღ-ით 220 წლები) დამზადებული ჩინური აგური იქცევს,რომელსაც შემდეგი სახის სარეკლამო წარწერა აქვს გაკეთებული: “შეიძინეთ ჩემი აგური! ის თქვენ მოგიტანთ წარმატებას და ამასთანავე საკმაოდ იაფიც ღირს!” (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>