სამეჯლისო ცეკვის – “ტანგოს” წარმოშობის ისტორიიდან…

“სიყვარულით დაკავება ვერტიკალურ მდგომარეობაში”, – ამ სიტყვებით მოიხსენიებენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამეჯლისო ცეკვას – ტანგოს,რომელიც XIX საუკუნის დასასრულს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის იმ რაიონში იშვა,სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ფუნქციონირებდა საროსკიპოები. (ავტორი გენია.ჯი) ძველი აფრიკული ცეკვების ფორმების საფუძველზე ჩამოყალიბებული ტანგო,სახელწოდებითაც აფრიკული წარმომავლობის მქონეა.ნიგერიაში მაცხოვრებელი იბიბიოს ხალხში სიტყვა ტანგო აღნიშნავს – “ცეკვა ბარაბანის ხმაზე”.თავდაპირველად,ტანგოს მამაკაცების ცეკვას წარმოადგენდა და მას მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცებისვე წყვილები ცეკვავდნენ.თუმცა საყურადღებოა ის გარემოება,რომ ისტორიაში პირველი ოფიციალური ტანგოს მოცეკვავეები ამა თუ იმ პორტში “მოღვაწე” მეძავები გახლდნენ,რომლებიც მამაკაცებს აღნიშნული ვნებიანი ცეკვის საშუალებით აცდუნებდნენ.თანამედროვე პერიოდში,”იუნესკოს” მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ტანგოს სამეჯლისო ცეკვის რამდენიმე სტილია გავრცელებული მსოფლიოში.მათ შორის – არგენტინული,ანდალუსიური,ბოშური,კლასიკური,ფინური,ურუგვაული და სხვა. (ავტორი გენია.ჯი)

მამაკაცის წყვილები ცეკვავენ ტანგოს სამეჯლისო ცეკვას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>