რა მსხვერპლი გაიღო ედრიენ ბროუდმა ვლადისლავ შპილმანის როლის სათანადოდ შესრულებისათვის?
ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი პოლონელი პოანისტის – ვლადისლავ შპილმანის (1911-2000 წლები) მოგონებების მიხედვით, 2002 წელს ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურმა პოლონელმა კინემატოგრაფისტმა – რომან პოლანსკიმ გადაიღო ფილმი-შედევრი – “პიანისტი”. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,აღნიშნულ ფილმში მთავარი როლი ბრწყინვალედ შეასრულა შესანიშნავმა ამერიკელმა მსახიობმა - ედრიენ ბროუდმა.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ბროუდის ამისათვის საკმაოდ დიდი სამუშაოს გაწევა მოუწია.იმისათვის,რომ ედრიენს ვლადისლავ შპილმანის როლი სათანადოდ შეესრულებინა,ფორტეპიანოზე დაკვრა შეისწავლა (მას პედაგოგები ყოველდღიურად ოთხი საათის განმავლობაში ავარჯიშებდნენ ფორტეპიანოს დაკვრაში).გარდა ამისა,როგორც “ჰოლოკოსტის” ამაზრზენი პერიოდის გადამტანი,ბროუდმა წონაში 13 კილოგრამი დაიკლო. და რადგანაც არც ეს მეთოდები გამოდგა საკმარისი მსახიობისათვის ვლადისლავ შპილმანის როლის სათანადო შესასრულებლად,ენდრიუმ გადაწყვიტა ისევე მოწყვეტოდა ყოველდღიური ცხოვრების რიტმსა და გარესამყაროს,როგორც ეს შპილმანმა თავის დროზე გააკეთა: ბროუდმა უარი განაცხადა საკუთარ სახლში ცხოვრებაზე,გაყიდა პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილი,რამდენიმე ხნის განმავლობაში გამორთო ტელეფონი,აიღო ორი ჩანთა და ევროპაში გაემგზავრა.ამიტომ გასაკვირი არ არის,რომ ედრიენ ბროუდი სწორედ იმ პერიოდში მიატოვა იმედგაცრუებულმა საყვარელმა ქალმა.თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს,რომ ამ შესანიშნავი ამერიკელი მსახიობის მიერ გაღებულ მსხვერპლს უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაუვლია,რადგან “პიანისტში” გენიალურად ნათამაშევი ვლადისლავ შპილმანის როლისათვის 2003 წელს მას,როგორც “მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელს”,კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო – “ოსკარი” გადაეცა. (ავტორი გენია.ჯი)
ვლადისლავ შპილმანი
ედრიენ ბროუდი ფილმში – “პიანისტი”