იანინა ჟეიმო – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,გერმანელ ფაშისტთა მიერ ლენინგრადის ბლოკადა 1941 წლის 8 სექტემბერს დაიწყო და 1944 წლის 27 იანვარს დასრულდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ პერიოდში ბლოკადაში სხვა ათეულ ათასობით ადამიანთან ერთად მოექცა პოლონური წარმომავლობის მქონე გამოჩენილი რუსი კინომსახიობი ქალი – იანინა ჟეიმოც (1909-1987 წლები).მოიერიშე ბატალიანში ჩარიცხულმა იანინამ ბლოკადაში თითქმის ერთი წელიწადი დაჰყო.იმისათვის,რომ ბლოკადის მიერ შექმნილ გაუსაძლის პირობებს ადამიანები მორალურად და სულიერად არ გაეტეხა,საბჭოთა ხელისუფლება გერმანელ ფაშისტთა მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქში არც თუ ისე იშვიათად მართავდა საკონცერტო ღონისძიებებს,რომლებშიც სხვათა მსგავსად,მონაწილეობას იანინაც იღებდა.თითოეული ასეთი ღონიძიების ჩატარების სანაცვლოდ კი,ხელისუფლება კონცერტში მონაწილეებს – 125 გრამი პურით ასაჩუქრებდა.ომის დასრულების შემდგომ,ჟეიმო ზემოაღნიშნული პერიოდის შესახებ ხშირად შენიშნავდა ირონიულად: “ადოლფ ჰიტლერმა პირადად ჩემთვის ერთი ძალიან კარგი საქმე გააკეთა – მე დავსუსტდიო”. (ავტორი გენია.ჯი)