რამდენიმე ეპიზოდი უილიამ კლარკ გეიბლის ცხოვრებიდან…
ქალთა გულის მპყრობელი ხმოვანი კინოს ადრეული ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი კინომსახიობი – უილიამ კლარკ გეიბლი (1901-1960 წლები),განსაკუთრებით ვერ იტანდა შვედური წარმომავლობის მქონე შესანიშნავ ამერიკელ მსახიობ ქალს – გრეტა გარბოს.იგი მას – “სნობს” უწოდებდა (პირი,რომელსაც დახვეწილი გემოვნების,მანერების და მისთანების პრეტენზია აქვს და ამით ქედმაღლობს). (ავტორი გენია.ჯი) მხატვრული ფილმის “ქარწაღებულნის” მთავარი როლის უბადლო შემსრულებელი გეიბლი ავტომობილების დიდი მოყვარული იყო და საკმაოდ დიდი ავტომობილების კოლექციაც გააჩნდა.იცოდა-რა საყვარელი მეუღლის გატაცება ავტომობილებისადმი დიდმა ამერიკელმა კინომსახიობმა ქალმა – კეროლ ლომბარდმა,უილიამსს “ფორდის” ტიპის ავტომობილი უყიდა,რომელსაც თავის მხრივ,სიყვარულის ნიშნად უამრავი გულის გამოსახულებები ამშვენებდა.
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1942 წელს კეროლი მონაწილეობას იღებდა საომარი კამპანიისათვის საჭირო თანხის შესაგროვებელ ტურში,რა დროსაც ის თვითმფრინავი,რომლითაც იგი გადაადგილდებოდა ჩამოვარდა.საუბედუროდ,ლომბარდი სხვა 21 მგზავრთან ერთად დაიღუპა.აღნიშნულმა ფაქტმა გეიბლი შურისძიების გრძნობით იმდენად აღავსო,რომ მან მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა გადაწყვიტა.გადაწყვეტილების მიღებიდან უმოკლეს ვადებში უილიამი ერთ-ერთი ამერიკული თვითმფრინავის მეტყვიამფრქვევე გახდა.მისმა თვითმფრინავმა სულ ხუთი საბრძოლო გაფრენა განახორციელა,მათ შორის ერთი გერმანიაში. Metro-Goldwyn-Mayer-ის ხელმძღვანელობა გეიბლის გადაწყვეტილებამ ფრიად ჩააფიქრა,რადგან მათ არ სურდათ ომში დაეკარგათ ესოდენ ცნობილი და პოპულარული მსახიობი,რის გამოც ყველა შესაძლებლობა გამოიყენა,რათა გეიბლი ომის ქარ-ცეცხლს გამოერიდებინა და 1943 წელს სამშობლოში დაებრუნებინა. (ავტორი გენია.ჯი)
მას შემდგომ,რაც 1961 წელს “ბევერლი ჰილზის” მასონთა ლიგაში გაწევრიანებულმა მსახიობმა ლეგენდარულ მერილინ მონროსთან ერთად ითამაშა ფილმში – “დაუმორჩილებლები”,ფილმის გადაღებების დასრულებით კმაყოფილმა ჟურნალისტებს განუცხადა: “მადლობა უფალს! მე ბედნიერი ვარ,რომ ბოლოს და ბოლოს ეს ფილმი გადაიღეს.გადაღებების მიმდინარეობისას მერილინ მონრომ თითქმის გულის შეტევამდე მიმიყვანა”.”ბედის ირონიით”,აღნიშნული განცხადების გაკეთებიდან მეორე დღესვე უილიამ კლარკ გეიბლმა ინფარქტი მიიღო.ინფარქტის მიღებიდან მეთერთმეტე დღეს კი იგი აღესრულა. (ავტორი გენია.ჯი)
კეროლ ლომბარდი