ბუენოს-აირესში არსებული “ფსიქოანალიტიკური რაიონი”
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის შემადგენლობაში შედის ერთ-ერთი ავტონომიური რაიონი,სახელწოდებით – “პალერმო”,რომელშიც 252 312 მაცხოვრებელი სახლობს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა იმისა,რომ ამ იტალიური ქალაქის სახელწოდების მქონე რაიონმა სახელი გაითქვა გენიალური იტალიელი ასტრონომისა და ფიზიკოსის – გალილეო გალილეის სახელობის პლანეტარიუმით,ზოოპარკითა და იაპონური და ბოტანიკური ბაღებით,განსაკუთრებული სახელი მას მაინც იმ “ფროიდ-სიტმა” შესძინა,რომლს გამოც პალერმოს რაიონს – “ფსიქოანალიტიკური რაიონიც” კი უწოდეს.როგორც ცნობილია,ბუენოს-აირესში მსოფლიოს სხვა მეგაპოლისებთან შედარებით ყველაზე მეტი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი ცხოვრობს (ასი ათას მცხოვრებზე 145 ფსიქოლოგი მოდის).თავის მხრივ კი,დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქოანალიზის ფუძემდებლის – ზიგმუნდ ფროიდის საპატივცემულოდ წოდებულ ქუჩაზე ბუენოს-აირესში ყველაზე მეტი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ბინადრობს. (ავტორი გენია.ჯი)