ნაზიმ ჰიქმეთი – “ეპიზოდი”

გამოჩენილი თურქი პოეტის,პროზაიკოსისა და დრამატურგის – ნაზიმ ჰიქმეთის (1902-1963 წლები) ბიოგრაფები გვერდს ვერ უვლიან პოეტის ცხოვრებაში მომხადრ ერთ ღიმილისმომგვრელ,მაგრამ ძალზე უსიამოვმო ფაქტს,რომლებმაც მას რამდენიმე თვე ციხეში გაატარებინა. (ავტორი გენია.ჯი)

მოსკოვში ყოფნის პერიოდში ნაზიმ ჰიქმეთმა სხვა ლექსებთან ერთად დაწერა “ფიქრები ჰერაკლიტეზე მოსკოვში”.თავისი მიზანდასახულობითა და თემატიკით აღნიშნული ლექსი ენათესავება პოეტის მიერ რამდენიმე წლით ადრე დაწერილ “ბერკლის”. ”ფიქრები ჰერაკლიტეზე მოსკოვში” ერთი ჩვეულებრივი,რიგითი ლექსი გახლდათ,რომელიც ერთხელ კიდევ გამოხატავდა მის დამოკიდებულებას წარსულისა და მომავლისადმი.

თურქეთში რომ ლათინური ანბანი შემოიღეს,ჰიქმეთი ჯერ კიდევ არაბულით წერდა იმ უბრალო მიზეზით,რომ იგი მოსკოვში იმყოფებოდა და ლათინურს ჯერაც ვერ მისჩვეოდა.არაბული ანბანი პოეტისათვის ხელსაყრელიც კი იყო.ამ ანბანით სარგებლობისას სიტყვაში ხმოვანი არ გახლდათ საჭირო.იწერება მხოლოდ თანხმოვნები.სიტყვის შედგენა დამოკიდებულია იმაზე,თუ რა ხმოვნებს ჩასვამ ამ თანხმოვნებს შორის.ზოგჯერ თანხმოვნებში სულ სხვა ხმოვნები ჩაუსვამთ და სიტყვა წაკითხულა სხვა მნიშვნელობით,ვიდრე ამას სიტყვის დამწერი გულისხმობდა.

ამის გამო არაბული ანბანით დაწერილი ჰიქმეთის ლექსის სათაური ”ფიქრები ჰერაკლიტეზე მოსკოვში” შეიძლებოდა წაკითხულიყო,როგორც “ფიქრები ყოველ ნაციონალურ უმცირესობაზე მოსკოვში”.

მოსკოვიდან გამგზავრებული ნაზიმი საბჭოთა კავშირ – თურქეთის საზღავრზე გადასვლისას გულდასმით გაჩხრიკეს. (ავტორი გენია.ჯი) პოლიციის ჩინოვნიკთა საერთო გაოცება და დაბნეულობა გამოიწვია იმან,რომ საზღვრის დამრღვევს იარაღისა და პროკლამაციების ნაცვლად ლექსების დასტა უპოვეს.აქვე იყო ლექსი - ”ფიქრები ჰერაკლიტეზე მოსკოვში”.

 - მაშ,თქვენ მოსკოვში თურქეთის ყოველ ნაციონალურ უმცირესობაზე – ლაზებზე,ქურთებზე,სომხებზე – ფიქრობდით და მათ ასაჯანყებლად ჩამოხვედით? – იკითხა პოლიციის ჩინოვნიკმა.ხოლო როცა ჰიქმეთმა განუმარტა,ეს ჰერ ექალიეთ კი არა,ჰერაკლიტეაო,ეს ჰერაკლიტე ვინღა არისო.ჰერაკლიტე ეფესელი ბერძენია,ფილოსოფოსიო, – უპასუხა პოეტმა.პილიციის ჩინოვნიკმა იფიქრა,ბედმა გამიღიმა,ბერძნებთან შეთქმულების კვალს მივაგენიო (თურქებისა და ბერძნების მტრობა ჯერ კიდევ არ განელებულიყო).რა იცოდა ჩინოვნიკმა,რომ დიდი ბერძენი ფილოსოფოსის ძვლებიც კი მრავალი საუკუნის წინათ შეჭამა მიწამ.

ამ ლექსის გამო ნაზიმ ჰიქმეთი უმალვე დააპატიმრეს და ხოფის საპყრობილეში გადაიყვანეს.დაიწყო ძიება,თუმცა-კი საძიებელი არაფერი იყო და მართლმსაჯულების მსახურთ კარგად მოეხსენებოდათ საქმის არსი,მაგრამ მთავარი ის როდი იყო,დააშავა თუ არა რაიმე ჰიქმეთმა,არამედ ის,რომ ხელისუფლებას არასასურველ პირად მიაჩნდა იგი და დაპატიმრების საბაბს ეძებდა.ასე იქცა ნაზიმ ჰიქმეთისათვის მისი ერთი უბრალო ლექსი - ”ფიქრები ჰერაკლიტეზე მოსკოვში” მრავალთვიანი პატიმრობის მიზეზად. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>