სესილია თაყაიშვილის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო წერილი ვერიკო ანჯაფარიძეს…
“ვერიკო! ახლაც მახსოვს ის დღე,პირველად რომ გნახეთ.თუ არ ვცდები,ეს იყო 1922 წელი.რუსთაველის თეატრის ფოიეში ვიდექი ამხანაგებთან ერთად.მაშინ მე სტუდიაში ვსწავლობდი,თქვენ კი უკვე მსახიობი იყავით.გამოიარეთ და რატომღაც მე მთხოვეთ პომადა,რომელიც არ მქონდა.შეგხედეთ და გავოცდი – თქვენ გეცვათ ყვითელ-მწვანედ ნაქსოვი კაბა.თვალი ვერ მოგწყვიტეთ.ისე არაჩვეულებრივად მიმზიდველი იყავით, და ასეთი დარჩით მთელი სიცოცხლე. (ავტორი გენია.ჯი)
შემდეგ მეც მსახიობი გავხდი,ამხანაგად გაგიხდით,ერთად ვიყავით ჩაბმული იმ საოცარ შრომაში,შემოქმედება რომ ეწოდება.ბევრი სიხარული განგვიცდია,გაჭირვებაც ბევრი გვინახავს,ხელჩართული ბრძოლაც,ჩხუბს რომ ეძახიან… მაგრამ პირადი სიძულვილი არ ყოფილა არასდროს… ეს იყო შემოქმედებითი შფოთი და მოუსვენრობა.ისეთი წუთებიც გახსოვთ,ალბათ,თუ ვინმე გადარჩებოდა,არ გვეგონა… მაგრამ დგებოდა საღამო და, წარმოდგენის დაწყებისათვის ჩვენი გუნებაგანწყობა ზღაპრულად იცვლებოდა.ვღელავდით ერთმანეთისთვის,ვიდექით კულისებში და ვხარობდით ერთმანეთის გამარჯვებით,ყოველი სპექტაკლის შემდეგ ნამდვილი ზეიმი იდგა ჩვენთვის.რა მეგობრები ვიყავით,როგორ გვიყვარდა ერთმანეთი,რა კარგები ვიყავით ყველანი…
მეორე დღეს ყველაფერი თავიდან იწყებოდა… ასე გამოვიარეთ შემოქმედების წლები.თქვენ 60, მე კი 50. ბევრი მეგობარი დავკარგეთ,მაგრამ თბილი მოგონება ყოველ მათგანზე ორივეს დაგვრჩა.
ერთ დღეს,მახსოვს ჩემი ცხოვრებით უკმაყოფილომ გადავწყვიტე ოდესაში გემით წასვლა.სულ მარტოდმარტომ… გემი დიდხანს გაჩერდა ფოთის ნავსადგურში,გემბანზე გამოვედი და სავარძელში ჩავჯექი.ვიღაც კაცი დაჯდა ჩემს გვერდით.არც მიმიქცევია ყურადღება – მუშებს გავყურებდი ტომრები რომ დაჰქონდათ.უცხო კაცი მომიბრუნდა და მითხრა: საოცარია,ხედავთ,ტომრები წელგამართულებს მიაქვთ,ჩვენ კი სცენაზე ამ დროს რაც შეიძლება დაბლა ვიხრებით,მე დავეთანხმე და მორიდებით ვკითხე – მსახიობი ხომ არ ბრძანდებით-მეთქი.აღმოჩნდა,რომ ეს იყო სახელგანთქმული სოლომონ მიხოელსი.
ოდესამდე კიდევ ორი დღე იყო სავალი,ასე რომ,ძალიან დავმეგობრდით.ვთხოვე,თბილისს ჩამოსულიყო,საგასტროლოდ.მართლაც,სულ მალე მიხოელსის თეატრი ესტუმრა თბილისს,რა თქმა უნდა,არა ჩემი თხოვნით,არამედ ბედნიერი შემთხვევის გამო.ჩამოსვლისთანავე ისინი მარჯანიშვილის “ურიელ აკოსტას” დაესწრნენ.ნახეს თქვენი ივდითი… გაოგნებული დარჩნენ.მეორე მოქმედების შემდეგ,ანტრაქტში მიხოელსმა მკითხა:
- შემთხვევით,ის ებრაელი ხომ არ არის?
- ის ებრაელი არ არის,სოლომონ მიხეილის ძევ,მაგრამ რაღაცით თქვენ კი გგავთ, – მივუგე მე.ალბათ გახსოვთ,მიხოელსი არ იყო ლამაზი კაცი,მაგრამ ქვედა ტუჩით ოდნავ ჩამოჰგავდით მას.ეს რომ ვუთხარი,სიხარულის ალმურმა გადაურბინა სახეზე,მთლად აენთო.გასტროლების შემდეგ გადავწყვიტეთ მთელი დასისთვის ბანკეტის მოწყობა.ეს თქვენ,მე,პიერ კობახიძემ და პეტრე ოცხელმა ვითავეთ.სტუმრები მოვიპატიჟეთ.ალბათ,დღემდე არავის უთქვამს თქვეთვის იმდენი საქებარი სიტყვები,რაც იმ საღამოს მიხოელსმა გითხრათ.ეს არ იყო ქება,ეს იყო ლოცვა.ის ტიროდა… (ავტორი გენია.ჯი)
რამდენი მაქვს კიდევ მოსაგონარი,ყველაფერს ხომ ვერ დაიტევს ეს წერილი!
მახსენდება ჩვენი ტრიუმფალური გასტროლები დასავლეთ საქართველოში,როცა “მარგარიტა გოტიეთი” მოვიარეთ სოფლები და ქალაქები.ვმოგზაურობდით ავტობუსით.დრო რომ მოგვეგო,ხშირად ავტობუსშივე ვირთვებოდით და ვიკეთებდით გრიმს.როცა წყალი არ გვქონდა,ლიმონათით გისველებდით თმებს მარგარიტას ვარცხნილობისათვის.ზუგდიდის ცირკშიც კი ვითამაშეთ,მანეჟზე ფეხები გვეფლობოდა ნახერხში,თქვენ თეთრ კაბაში იყავით გამოწყობილი და ლამაზ ცხენს ჰგავდით,ალაბთ ყველა ჩვენგანიც თავს “ცხენად” გრძნობდა.ამიტომაც სცენაზე გამომსვლელს დანარჩრნები “ჰოპს” მოგვძახებდნენ ხოლმე.ეს პიერის მოგონილი იყო.სიცილს ბოლო არ უჩანდა.მიშა ბერიაშვილი,რომელიც გასტონს თამაშობდა,ამავე დროს ჩვენი მოლარე იყო.შემოსავალს დიდ პორტფელში ინახავდა და ამ პორტფელს არავის ანდობდა.სულ გულზე ჰქონდა მიხუტებული.ერთ-ერთ მოქმედებაში,მგონი,სცენაზეც კი პორტფელით გამოვიდა.სიცილით ვიხრჩობოდით.მას კი ფული მაიც მოპარეს… წამოვედით თბილისში.პიერ კობახიზემ დარჩენილი ფულით იმერული ყველი იყიდა და ჩააწყო კალათში.მატარებელში რომ შევედით,ამ კალათის ხატვა დაიწყო – თუ როგორ იყო განლაგებული ყველი.თუ მომპარეს,ის მაინც მეცოდინება,რომელი ყველი მომპარესო.ჩამოვედით თბილისში,ზუგდიდის “ტრაგედია” მალე დაგვავიწყდა,მხოლოდ სიცილ-ხარხარით თუ მოვიგონებდით ხოლმე იმ ამბავს… (ავტორი გენია.ჯი) დაიწყო სხვა უამრავი,უთვალავი ამბები ჩვენი ცხოვრებისა…
რა არ გადაგვხდომია თავს,ვინ მოთვლის ყველას!
ახლა,ვერიკო,ჩვენს შეხვედრებს სიცოცლხარხარი აღარ მოსდევს – ჩვენ გატაცებით ვუზიარებთ ერთმანეთს ახალ ცნობებს სამკურნალო საშუალებებზე,ვუჩივით წნევას,სახსრებს და უძილობას… მაგრამ,ბოლოს ყველაფერს მაინც თეატრი სძლევს… ის,რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩვენს ცხოვრებაში.
მე არ გილოცავ 80 წლის შესრულებას,აბა,ეს რა მოსალოცია.მე მიმაჩნიხართ უბედნიერეს ადამიანად იმის გამო,რომ თეატრი იყო თქვენი შემოქმედების ასპარეზი”. (ავტორი გენია.ჯი)