ათეისტი ფილოსოფოსების მიუღებელი შეხედულებები…
“ქორწინება,რელიგია და კერძო საკუთრება ერთადერთი მიზეზია ყოველგვარი უბედურებისა,რაც დასაბამიდან არსებობს”. – რობერტ ოუენი
* * *
“ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავისი არსებით არის პოლიტიკური და არა იურიდიული დაწესებულება; ვინაიდან ყოველივე იურიდიულს საფუძვლად უდევს პოლიტიკური ბუნება,ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არის სიცრუისა და უზნეობის გვირგვინი”. – ფრიდრიხ ენგელსი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანი – ესაა ადამიანის სამყარო,სახელმწიფო,საზოგადოება.ეს სახელმწიფო,ეს საზოგადოება ქმნის რელიგიას,მახინჯ მსოფლმხედველობას,რადგან თვით სახელმწიფო და საზოგადოება არის მახინჯი სამყარო.რელიგია არის ამ სამყაროს ზოგადი თეორია,მისი ენციკლოპედიური კომპენდიუმი (მეცნიერების რომელიმე დარგის,რაიმე გამოკვლევის ძირითად დებულებათა მოკლე გადმოცემა, – ავტორი გენია.ჯი),მისი პოპულარული ლოგიკა,მისი სპირიტუალისტური,მისი ენთუზიაზმი,მისი მორალური სანქცია,მისი საზეიმო შევსება,მისი გამართლებისა და ნუგეშის საყოველთაოს საფუძველი.ადამიანის არსებას ის აქცევს ფანტასტიკურ სინამდვილედ იმიტომ,რომ ადამიანის არსებას არ გააჩნია ჭეშმარიტი სინამდვილე.რელიგიური უბადრუკობა ერთსა და იმავე დროს არის ნამდვილი უბადრუკობის გამოხატულებაც და ამ უბადრუკობის საწინააღმდეგო პროტესტიც.რელიგია არის ტანჯული სულის გოდება,უსულგულო სამყაროს გული,უსულგულო წესწყობილების სული და გული.რელიგია ხალხის ოპიუმია.მაშასადამე,რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა,არაპირდაპირ,არის ბრძოლა იმ სამყაროს წინააღმდეგ,რომლის სულიერ სიტკბოებას და შარავანდედს ის წარმოადგენს”. – კარლ მარქსი
* * *
“როგორია ებრაელების საერთო საფუძველი? – პრაქტიკული მოთხოვნილება,ანგარება! როგორია ებრაელის საერთო კულტი? – ვაჭრუკანობა! ვინ არის მისი საერთო ღმერთი? – ფული! ფული არის ისრაელის გაუმაძღარი ღმერთი! ფული კი ადამიანისაგან მისი შრომისა და ყოფიერების გაუცხოებული არსებაა.ებრაელის მონოთეიზმი სინამდვილეში წარმოადგენს მისი მრავალი მოთხოვნილების პოლითეიზმს.აი,რა არის ებრაელის არსება.მაგრამ კაპიტალისტურ საზოგადოებაში ზუსტად ასეთივეა ქრისტიანობის არსებაც.ქრისტიანობა ებრაელობისაგან წარმოიშვა და შემდეგ ებრაელობასვე დაუბრუნდა.ებრაელი პრაქტიკული ქრისტიანია.როგორც კი მოისპობა ებრაელობის პრაქტიკული საფუძველი – ვაჭრუკანობა და მისი წანამძღვრები,ებრაელობა შეუძლებელი გახდება.მაშასადამე,ებრაელისა და საერთოდ ადამიანის ემანსიპაციას ერთი საფუძველი აქვს.ეს არის კონფლიქტის მოსპობა ადამიანის ინდივიდუალურ-გრძნობად ყოფიერებისა და მის საზოგადოებრივ მდგომარეობას შორის”. – (ვლადიმერ სვანიძის წიგნიდან – “გენიოსის სიჭაბუკე”)
* * *
“თეოლოგია აორებს და აუცხოებს ადამიანს.რელიგიაში ადამიანი თავის არსებით თვისებებს,ესე იგი,გვაროვნულ,ადამიანურ თვისებებს ღმერთს მიაწერს.შემდეგ ეს თვისებები უპირისპირდება ადამიანს,როგორც მისგან გაორებული (გამოყოფილი) და გაუცხოებული,ესე იგი,როგორც უცხო (მტრული) ძალა.ასეთი გაუცხოების შედეგად ადამიანი ეთიშება თავის მოდგმას და იქცევა იზოლირებულ და ეგოისტურ ინდივიდად.რას წარმოადგენს ასეთი ინდივიდი? იზოლირებულ ადამიანს,რომელსაც არ გააჩნია ადამიანიური არსება,ესე იგი,თავისუფლება.თავისუფლება შესაძლებელი მხოლოდ რელიგიის მოხსნით.ღმერთისადმი რწმენისაგან განთავისუფლებული ადამიანი შეუერთდება ადამიანს და ცხოვრება მიიღებს თავის ჭეშშმარიტ სახეს: ღმერთისადმი სიყვარული შეიცვლება ადამიანისადმი სიყვარულით”. - ლუდვიგ ფოიერბახი
* * *
“კერძო საკუთრების პირდაპირი შედეგია ვაჭრობა – ცხოვრების მოთხოვნილებათა ურთიერთგაცვლა,ყიდვა-გაყიდვა.კერძო საკუთრების პირობებში ვაჭრობა შემოსავლის წყაროა.ეს იმას ნიშნავს,რომ ყველა ცდილობს,რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს.მაშასადამე,ვაჭრობა გულისხმობს საპირისპირო ინტერესებს,რაც იწვევს მტრობას,კონფლიქტებს,ურთიერთუნდობლობას და უნდობლობის გამართლებას; უზნეო ხერხების გამოყენებას უზნეო მიზნებისათვის.მოკლედ,ვაჭრობა არის კანონიერი მოტყუება.თავისუფალი ვაჭრობის იდეოლოგები ტრაბახობენ იმით,რომ მათ დაამხეს მონოპოლიის ბარბაროსობა,მოსპეს ხალხთა შორის შუღლი და მტრობა.დიახ! თქვენ ყოველივე ეს მოიმოქმედეთ,მაგრამ როგორ? თქვენ მოსპეთ წვრილი მონოპოლიები,რათა უფრო შეუზღუდველად განავითაროთ ერთი დიდი ძირითადი მონოპოლია – საკუთრება.თქვენ ყველგან შეიტანეთ კულტურა,რათა განავითაროთ თქვენი გაუმაძღრობა.თქვენ დაამეგობრეთ ხალხები ქურდების მეგობრობით.თქვენ შეამცირეთ ომები,რათა უფრო გამდიდრდეთ მშვიდობიანობის დროს,რათა უკიდურესობამდე გაამწვავოთ ბინძური ომი – კონკურენცია”. – ფრიდრიხ ენგელსი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რელიგია მხოლოდ უმეცრებისა და მოტყუების ნაყოფია”. – ბრუნო ბაუერი