მაიკლ ფარადეის შესახებ…
გენიალური ინგლისელი ქიმიკოსისა და ფიზიკოსის – მაიკლ ფარადეის (1791-1867 წლები) თანამედროვენი განცვიფრებული იყვნენ მისი უანგარობითა და უბრალოებით. (ავტორი გენია.ჯი) სიმდიდრის შეძენის საშუალება ბევრჯერ ჰქონდა. იგი ოდნავ უფრო პრაქტიკული რომ ყოფილიყო, უსათუოდ გამდიდრდებოდა. ერთხელ მაიკლს შესთავაზეს სამუშაო, რომლის შესრულებისთვისაც ზღაპრულ თანხას – წელიწადში 5 000 გირვანქა-სტერლინგს სთავაზობდნენ.ბევრი მეცნიერი სიხარულით დათანხმდებოდა ასეთ სარფიან წინადადებას,მაგრამ ფარადეიმ უარი განაცხადა.ეს წინადადება რომ მიეღო,მას კვლევითი მუშოაბისთვის დრო სრულიად არ დარჩებოდა.დიდმა მეცნიერმა ისევ ხელმოკლედ ცხოვრება ამჯობინა.ფარადეის მრავალჯერ შესთავაზეს მატერიალური თვალსაზრისით არანაკლებ საინტერესო საქმე,თუმცა იგი სიცოცხლის ბოლომდე კვლევითი საქმიანობისა და სამეფო ინსტიტუტის ერთგული დარჩა. და ეს მაშინ,როდესაც იქ მისი ცოდნისა და დამსახურების შესაფერისი ხელფასი არასოდეს ჰქონია. (ავტორი გენია.ჯი) მააიკლს არ აინტერესებდა მდიდრულად მოწყობილი ბინა,მოსამსახურეები.არც საზეიმო ცერემონიალი და აურზაური უყვარდა.მისთვის მთავარი იყო ოჯახური სიმყუდროვე.ერთადერთი,რაზედაც იგი გამუდმებით ოცნებობდა,კარგი სამუშაო პირობები იყო.
წლების მანძილზე დაძაბულმა მუშაობამ მეცნიერი გადაქანცა.მეგობრებმა გადაწყვიტეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან – რობერტ პილთან მისულიყვნენ და მისთვის ფარადეისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა ეთხოვათ.რობერტ პილი თანაგრძნობით შეხვდა მეცნიერთა შუამდგომლობას და ყოველგვარი ღონე იხმარა,რათა მთავრობისაგან პენსიის დანიშვნის ნებართვა მიეღო.მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად ფარადეიმ უარყო მთავრობის შემოთავაზებული დახმარება.მან წერილობით მადლობა გადაუხადა პრემიერს მისდამი გამოჩენილი ყურადღებისა და ზრუნვისათვის,მაგრამ პენსიის მიღებაზე მტკიცე უარი განაცხადა.
ჯემს სოუტსს,რომელიც ფარადეისათვის პენსიის დანიშვნის საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, მაიკლმა მისწერა:
„ვიმედოვნებ, არ იფიქრებთ, თითქოს არ ვაფასებდე თქვენს კეთილგანწყობილებას და ზრუნვას, თუ პენსიის მიღებაზე უარს ვიტყვი. ჯერ კიდევ შემიძლია საარსებოდ საჭირო თანხა გამოვიმუშაო. მიმაჩნია, რომ მთავრობა სრულიად სამართლიანად იქცევა, როცა ეხმარება და აჯილდოვებს მეცნიერებს. ვიმედოვნებ, ჩემი მოკრძალებული შრომა მაღალ შეფასებას იმსახურებს, რადგანაც მე ასეთი ჯილდო შემომთავაზეს. მეცნიერები სწორად იქცევიან, როცა ასეთი სახის პენსიებს იღებენ. მაგრამ მე მაინც უარს ვამბობ ჯილდოზე, ვინაიდან ჯერ კიდევ შემიძლია საარსებოდ საჭირო თანხა შრომით მოვიპოვო”.
მეგობრებმა პრემიერის პილის დახმარებით შეძლეს ფარადეის წინააღმდეგობის დაძლევა. მეგობართა დიდი თხოვნა-მუდარისა და ახსნა-განმარტებების შემდეგ მაიკლი დათანხმდა, მიეღო სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსია. მაგრამ, მისდა საუბედუროდ, ამ დროისათვის პილი თანამდებობიდან გადადგა. პენსიის დანიშვნისათვის აუცილებელი იყო ახლად დანიშნულ პრემიერთან – ლორდ მელბურნთან მისვლა. ლორდი აგდებულად შეხვდა უბრალო წარმომავლობის მქონე გენიალურ მეცნიერს.თვითონ მდიდარს და დიდგვაროვანს ეგონა,მეცნიერის სიღარიბე მისი მასხრად აგდების უფლებას აძლევდა.მან მოურიდებლად ახედ-დახედა ფარადეის და განაცხადა,სიტყვა “პენსია” ვერ ვიტან,ლიტერატორთა და მეცნიერთათვის პენსიის დანიშვნა უაზრობად მიმაჩნიაო.მაიკლი მკვირცხლად წამოდგა,მინისტრს წარმატებები უსურვა და სწრაფად გავიდა კაბინეტიდან…
პრემიერის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, რის გამოც ლორდი მელბურნი იძულებული გახდა ფარადეისათვის წერილობით მოეხადა ბოდიში და პენსიაც დაენიშნა ამაგდარი მეცნიერისათვის. (ავტორი გენია.ჯი)
რობერტ პილი