ხეთების შესახებ…
უძველესმა ანატოლიელმა ხალხმა – ხეთებმა,რომლებიც ინდოევროპულ ენათა ოჯახის ანატოლურ განშტოებას მიკუთვნებულ ხეთურ ენაზე მოსაუბრეებს წარმოადგენდნენ, ძვ.წ.აღ-ით XVIII საუკუნეში ანატოლიის (მცირე აზიის) ტერიტორიაზე იმდენად ძლევამოსილი სამეფო ჩამოაყალიბეს,რომ ეგვიპტელთა კონკურენტებადაც კი იქცნენ. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ ისტორიაში პირველი კონსტიტუციის შემოქმედებმა და საბრძოლო ეტლის გამომგონებელმა ხეთებმა,რომელთა სიმბოლოსაც ორთავიანი არწივი წარმოადგენდა,თავისი კოლონიალური და დაპყრობითი პოლიტიკა არა საომარ მოქმედებებზე,არამედ დიპლომატიაზე დაამყარეს.სწორედ დიპლომატიური გზით შეძლო ხეთებმა ისეთი სახელმწიფოების შემოერთება,როგორებიც გახლდნენ – ალაპაჰი,ჰალპა,ტერჰუნტასა და კარკემიში.
ცნობილი გერმანელი ისტორიკოსი – ფრანკ შტარკე ხეთების შესახებ წერდა: იმ შემთხვევაში,თუ დიპლომატია თავის მიზანს ვერ აღწევდა,ხეთების მეფე თავის მოწინააღმდეგეს შემდეგი სიტყვებით აფრთხილებდა: “ღმერთები ჩემს მხარეზე დადგებიან და საქმეს ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტენო”.
ანექსირებულ ტერიტორიებზე ისინი მმართველებს არ ცვლიდნენ,თუმცა-კი დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმართვის საშუალებას არ აძლევდნენ.
ხეთების სამეფოს ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეს ეგვიპტე წარმოადგენდა. ძვ.წ.აღ-ით 1275 წელს თანამედროვე სირიის ქალაქ კადეშთან ხეთების მეფე – მუვათალი II-ს და ეგვიპტის ფარაონ – რამზეს II-ს არმიებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წარიმართა.აღნიშნული ბრძოლა ბრინჯაოს ხანის უკანასკნელი დიდი ბრძოლა გახლდათ ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ იმ პერიოდისათვის ხეთები უკვე ფლობდნენ რკინისაგან დამზადებულ იარაღს.გამარჯვება ვერც ერთმა მხარემ ვერ მოიპოვა და ორ ძლევამოსილ სამეფოს შორის ზავი დაიდო.
მრავალი ისტორიული დოკუმენტი მოწმობს,რომ ხეთები უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ იურიდიულ საკითხებს,რადგან ისინი მიიჩნევდნენ,რომ ხელშეკრულება არა მხოლოდ ადამიანებთან იდებოდა,არამედ ღმერთების წინაშეც კი.შესაბამისად,ხელშეკრულების დარღვევას ღმერთების განრისხების წინაპირობად მიიჩნევდნენ,რის გამოც მაქსიმალურად ცდილობდნენ დაეცვათ დადებული პირობები.ეს უძველესი ხალხი კანონებს რკინის დაფებზე ოქროსა და ვერცხლის გამოყენებით წერდა და მათ ტაძრებში ინახავდა.სამეფო სასახლეებში კი კანონების თიხის ასლები ინახებოდა.
ისტორიაში პირველი კონსტიტუცია შემუშავებული იქნა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 1500 წელს ხეთების მეფის თელიფინუს ბრძანების საფუძველზე.მისივე ინიციატივით დამკვიდრებული იქნა ძალაუფლების გადაცემის სრულიად ახალი სისტემა და მკაცრად განისაზღვრა სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების უფლება-მოვალეობანი.შექმნილი იქნა პირველი საკონსტიტუციო სასამართლო,რომელსაც - პანკუსი ეწოდა.
ძვ.წ.აღ-ით 1180 წლის შემდეგ ხეთების სამეფო რამდენიმე დამოუკიდებელ სამთავროდ დაიშალა.თუმცა დიდი ხნის მანძილზე პასუხგაუცემელი რჩებოდა კითხვა,თუ სად გაქრნენ ხეთები.გერმანელი ისტორიკოსის – იოჰან ლემანის წიგნში – “ხეთები.ათასობით ღმერთების ხალხი”,მოყვანილია ჰიპოთეზა,რომლის მიხედვითაც ხეთებმა ჩრდილოეთისაკენ დაიძრნენ და გერმანული ტომების ხალხთან განიცადეს ასიმილაცია.ამასვე ადასტურებს დიდი ძველი რომაელი ისტორიკოსის – ტაციტუსის ცნობებიც. (ავტორი გენია.ჯი)