რა დაყარეს და რა წარწერა დატოვეს იოსებ ღალიაშვილის მიერ მოკლული პავლე ჩუდეცკის საფლავზე?
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, 1886 წლის 24 მაისს თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტმა – იოსებ ლაღიაშვილმა ხანჯლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა იმავე სემინარიის რექტორს – პავლე ჩუდეცკის. (ავტორი გენია.ჯი) ეს გამოუვალი ნაბიჯი იოსებს გადაადგმევინა ჩუდეცკის ერთობ შეუბრალებელმა და არაადამიანურმა მოპყრობამ: ლაღიაშვილს უპოვეს დღიური,წაართვეს და სემინარიიდან გარიცხეს.მიუხედავად სემინარიიდან გარიცხვისა,ჩუდეცკიმ იოსებს ეს სასჯელიც არ აკმარა.მისი აზრით,ლაღიაშვილს წილად უნდა ხვდომოდა სადმე ქუჩაში შიმშილით ამოხდომოდა სული.სემინარიიდან გარიცხული იოსები თავისი შრომით,რეპეტიტორობით შეუდგა ლუკმა-პურის შოვნას.თუმცა,ჩუდეცკი აქაც გზაზე გადაეღობა მას.რექტორმა თავისთან დაიბარა ლაღიაშვილის მოწაფეების მშობლები,რის შემდეგაც სასტიკად აუკრძალა მათ მათივე შვილების ლაღიაშვილთან მეცადინეობის გაგრძელება.ეს კი თავის მხრივ,მოასწავებდა იმას,რომ იოსებს უკანასკნელი საზრდოს მოპოვების შანსიც ესპობოდა.სწორედ ამის შემდგომ მიდის ლაღაიაშვილი ჩუდეცკისთან და სთხოვს აღადგინოს სემინარიაში, და თუ ამაზე არ დათანხმდება,მაშინ მისცეს სემინარიის სამი კლასის დამთავრების მოწმობა. (ავტორი გენია.ჯი) რექტორმა ახალგაზრდა აქაც ცივი უარით გაისტუმრა.უკანასკნელად იოსებმა ჩუდეცკის სთხოვა გორის სასულიერო სასწავლებელის მოწმობა მაინც მიეცა,რათა სარჩო-საბადებელი გორის რაიონის რომელიმე სოფლის მასწავლებლობით მოეპოვებინა.მაგრამ ამ საქმიდან არა გამოვიდა რა… მაშინ იოსები ეგზარქოსთან მივიდა და სთხოვა,რომ გაემწესებინათ თუნდაც დიაკვნად,მაგრამ მის თხოვნას არც აქ მოჰყოლია შედეგი.სწორედ ზემოაღნიშნულმა გამოუვალმა მდგომარეობამ აიძულა ლაღიაშვილი ჩუდეცკის მკვლელობა დაეგეგმა და განეხორციელებინა.იგი ქურთუკის ქვეშ დამალული ხანჯლით,უკანასკნელად მივიდა რექტორთან და კვლავაც სთხოვა პატიება და სემინარიაში აღდგენა,ან გორის სასწავლებლის დამთავრების მოწმობა.ჩუდეცკიმ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ახალგაზრდის მოსმენაც კი არ ისურვა.ამის შემდეგ იოსებმა რექტორს აღელვებული ხმით მიმართა:
- მამაო,მითხარ,როგორ მოვიქცე,ყაჩაღად ხომ ვერ წავალ?
- შენ მართლა ყაჩაღობის ღირსი ხარ, – უპასუხა ჩუდეცკიმ.
ამ დროს ლაღიაშვილმა ქურთუკში გადამალული ხანჯალი ამოიღო:
- დღემდე საყაჩაღო არაფერი დამიშავებია და ახლა ვნახოთ, – ამ სიტყვების წარმოთქმის შემდგომ იოსებმა ჩუდეცკი ხანჯლით სასიკვდილოდ დაჭრა.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ პავლე ჩუდეცკის დასაფლავებიდან რამდენიმე დღეში,მის საფლავზე – ალექსანდრე ნეველის ეკლესიის ეზოში,ჯვრის ქვეშ უცნობმა პირებმა მკვდარი ძაღლის ლეკვები დაყარეს და იქვე დაადგეს წარწერა სახარებიდან ამოღებული სიტყვებით: „მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვას ცხოვართა თვისთათვის”. – ეს სიტყვები კი თავის მხრივ, „ღვთისმსახური” ჩუდეცკის მიმართ ერთობ დამცინავად ჟღერდა.
P.S. 20 წლის იოსებ ლაღიაშვილს სასამართლომ,როგორც არასრულწლოვანს (იმ პერიოდში სრულწლოვნად 21 წლის პირი მიიჩნეოდა) – 20 წლით კუნძულ სახალინზე,კატორღაში გადასახლება მიუსაჯეს.ცნობისათვის, რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III გაოცებული კითხულობდა, ჩუდეცკის მკვლელ ლაღიაშვილს სიკვდილი რატომ არ მიუსაჯა სასამართლომო. – (ავტორი გენია.ჯი)