ლო ბინ ვანი – “ციხის საკანში კრუალას ვუმღერ”

როცა შემოდგომის დილით

ტყვედქმნილი ჭაღარა კაცი

კრუალად გალობას ვუსმენ -

ხმა იგი სიმშვიდეს მაცლის.

* * *

კრუალავ,მითხარი ნეტავ

საკანთან მოყუჩდი რისად,

ან რატომ მიგალობ სევდით

რიჟრაჟზე და მიმწუხრისას.

* * *

ფრთები დაგისველა ცვარმა

და ველად ვეღარა ფრინავ,

და მძლავრმა,სასტიკმა ქარმა

გალობა არ გათქმევინა.

* * *

ამ ტიალ სოფელში მაინც

არავინ მოგისმენს რწმენით,

თუნდაც რომ უწმინდეს გულით

იმღერო სიმღერა შენი.

კომენტარის დატოვება