“მეგრელის” ფსევდონიმის მქონე შესანიშნავი ქართველი მამულიშვილის წერილი გაზეთ “დროებაში”…
როგორც ცნობილია, XIX საუკუნის 50-იან წლებში რუსეთის იმპერიის უმაღლესი ხელისუფლება ქართული ენის წინააღმდეგ განსაკუთრებულ სადამსჯელო ზომებს მიმართავდა. (ავტორი გენია.ჯი) საქმე იქამდეც კი მივიდა,რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში თვით სიტყვა “საქართველოს” შეტანაც კი აიკრძალა.ამ მხრივ რუსი შოვინისტები რამდენიმე “ვაი-ქართველთან” ერთად,განსაკუთრებული “რუდუნებით” ცდილობდნენ ძირძველი ქართული კუთხის შვილები – მეგრელები ჩამოეცილებინათ მათი მშობლიური – ქართული ენისაგან.ის კი არა და, სამეგრელოში განთავსებული მართლმადიდებლური ეკლესიებისათვის სპეციალურად ითარგმნებოდა მეგრულ ენაზე სახარება.რუსეთის მეფის ხელისუფლება სამღვდელოებისაგან ვერაგულად მოითხოვდა წირვა-ლოცვა მეგრულ ენაზე აღევლინა,რასაც მეგრელების სრულიად სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა.სამეგრელოში მოღვაწე სასულიერო პირები და ერისკაცები ერთხმად ამბობდნენ,რომ არც მათ და არც ხალხს არ სურდა საეკლესიო წიგნების მეგრულ ენაზე თარგმნა,რადგან ქართული საეკლესიო ენა მეგრელთათვის კარგად გასაგები იყო.
1885 წლის 10 მარტის “დროებაში” - “მეგრელის” ფსევდონიმით გამოქვეყნებული იქნა მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებო შინაარსის მატარებელი წერილი,რომელშიც მკაცრად იყო დაგმობილი ქართველი ერის დანაწევრების სურვილი.მაშ ასე,აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ “მეგრელის” ფსევდონიმის მქონე შესანიშნავი ქართველი მამულიშვილის წერილის სრულ ვერსიას გაზეთ “დროებაში”:
“ჩვენ მეგრელები ნამდვილი შვილნი ვართ ქართველი ერისა და ჩვენი დედაენა ქართულია.სამეგრელოს ცხოვრება,გონებრივი განვითარება ქართულს ენაზე და მის მწერლობაზე იყო დამყარებული და ეხლაც არის.”ნემეცურ ენას” თორმეტი თუ ცამეტი განყოფილება აქვს.შვაბელი თუ პრუსიელი გერმანელები რომ ერთმანეთს შეხვდებიან ხოლმე,თუ თავიანთ ადგილობრივ კილოზე დაიწყეს ლაპარაკი,ერთმანეთისას ვერაფერს გაიგებენ.გერმანიის ორ სალაპარაკო ენას – პლატ-დოიჩსა და ჰოხ-დოიჩს შორის ისეთივე განსხვავებაა,როგორც ნამდვილ ქართულსა და მეგრულს შორის.მაგრამ ვინ იტყვის,რომ შვაბელები გერმანელები არ არიანო? ვინ იტყვის,რომ ლესინგი,გოეთე,შილერი,კანტი,მთელი გერმანიისათვის საამაყო შვილნი არ იყვნენ? რომელი შვაბელი იტყვის,ფაუსტის ენა ჩემი ღვიძლი დედაენა არ არისო? (ავტორი გენია.ჯი)
ნაკლები განსხვავება არ არის ფრანგულ ენაშიც: პროვანსული ლაპარაკი შამპანიის მცხოვრებს თითქმის არ ესმის,მაგრამ არავის აზრად არ მოუვა პროვანსული ენა ისეთ ენად მიიჩნიოს,რომლისთვისაც ნამდვილი ფრანგული უცხო,გარეშე იყოს.ეგეთსავე მოვლენას ვხედავთ სომხურ ენაში: ზოგიკური ენა არ ესმით ყარაბაღელებს,მაგრამ სალიტერატურო ენა ერთი და იგივეა.მეგრელი,იმერელი,გურული,ქართლელი,კახელი,ხევსური,ქობულეთელი თუ აჭარელი – ყველანი ერთსა და იმავე ქართველ ერს შეადგენენ; იმათი შემაერთებელი კავშირი არათუ მარტო ქართული ენაა,არამედ მთელი ცხრამეტი საუკუნის ისტორია,ჩვეულებანი,ხასიათი და სხვა. (ავტორი გენია.ჯი) მართალია,უკუღმართ დროთა ბრუნვას პოლიტიკურად ხანდახან ერთმანეთს დავუშორებივართ,მაგრამ ეს ამბავი ყოველ ქვეყანაში მომხდარა: საფრანგეთში,გერმანიასა და იტალიაში.ენის ერთობა,ზნეობრივი კავშირი და ეროვნული დამოკიდებულება არასოდეს არ მოსპობილა.ახლა უფრო უნდა გავაძლიეროთ ის გრძნობა,რომ ჩვენ ყველანი ერთ ერს შევადგენთ,ერთი ენა გვაქვს,ერთი და იგივე ცხოვრების საგანი,ერთი და იგივე მიზანი.როგორც ხევსური,ისე მეგრელი ამაყობს საუკეთესო წამებით საქართველოს ისტორიისა.დავით აღმაშენებელი,თამარ მეფე,რუსთაველი,ანტონ ჭყონდიდელი წმინდა სახელებია როგორც გურულისა,ისე მეგრელთათვის,კახელთათვის და სხვა.
ბოდიშს ვიხდი მკითხველთან და ქართველ საზოგადოებასთან,რომ ამისთანა ყველასათვის კარგად ცნობილ საგანზე ვლაპარაკობ,მაგრამ რას იზამ,როცა ახირებული მეცნიერი “მზრუნველები” არ გვასვენებენ, – მაინცა და მაინც ახალი თეორიებით უნდა გავამდიდროთ მეცნიერებაო.ვაი,საბრალო ის მეცნიერება,რომელსაც სურს დაუმტკიცოს მეგრელებს,რომ თქვენი ქართული ენა თქვენი არ არისო.მებრალება ჭეშმარიტად! მეგრელებს ასე ადვილად ვერ გაგვაბრიყვებენ!” – (ავტორი გენია.ჯი)