იულია დრუზილას შესახებ…

იულია დრუზილა (16-38 წლები) – წარმოადგენდა რომის გარყვნილ-გათახსირებული იმპერატორის – კალიგულას უმცროს დას,რომელმაც ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,თავის ოდიოზ ღვიძლ ძმასთან ჯერ კიდევ მაშინ დაამყარა “სასიყვარულო” ურთიერთობები,როდესაც იგი ხელისუფლებაში მოსული ჯერ კიდევ არ იყო. (ავტორი გენია.ჯი) 33 წელს იულია დაქორწინებული იქნა რომაელ კონსულზე – ლუციუს კასიუს ლონგინოსზე,თუმცა ოთხი წლის გასვლის შემდგომ მათი ქორწინება იმპერატორ – კალიგულას ბრძანების საფუძველზე შეწყვეტილი იქნა.სწორედ იმ პერიოდში გახდა ფართო მასებისათვის ცნობილი კალიგულასა და დრუზილას შორის წარმოქმნილი ამაზრზენი ვნებიანი ურთიერთობა.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ კალიგულამ დრუზილა მეორედაც დააქორწინა და ამჯერად მას საქმროდ მისივე “საყვარელი” მამაკაცი – მარკუს ემილიუს ლეპიდუსი შეურჩია,რომელსაც ცნობისათვის,თავის მემკვიდრედაც კი აცხადებდა რომის საიმპერატორო ტახტზე. (ავტორი გენია.ჯი)  37 წელს კალიგულამ.რომის ისტორიაში პირველად,იულია (ქალი) თავისი ქონებისა და ძალაუფლების მემკვიდრედ დაასახელა.38 წლის 10 ივნისს ყველასათვის მოულოდნელად იულია დრუზილა 21 წლის ასაკში გარდაიცვალა.ერთ-ერთი ვერსიით,მისი გარდაცვალების მიზეზად იმ პერიოდში რომში გავრცელებული ცხელება სახელდება.აღნიშნულმა ფაქტმა “უნუგეშო ქვრივი” კალიგულა იმდენად დიდ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო,რომ დიდი ხნის მანძილზე მისი ცხედრის დაკრძალვის ნებას არავის აძლევდა.იმ პერიოდის განმავკლობაში კი,სანამ იულიას დაკრძალავდნენ,კალიგულა ცხედარს გვერდიდან არ შორდებოდა.დრუზილას გარდაცვალება რომის გარყვნილმა იმპერატორმა საყოველთაო გლოვად აქცია.სიკვდილით ისჯებოდა ყველა ის რომაელი,რომლიც გაბედავდა და საყოველთაო გლოვას არ შეუერთდებოდა: გლოვის დღეებში რომში სასტიკად იქნა აკრძალული არა მხოლოდ გაცინება,არამედ გაღიმებაც კი; აიკრძალა ბანაობა; რომაულ ოჯახებში აიკრძალა ოჯახის წევრების ერთად სადილობა და ვახშმობა და ასე შემდეგ (მოგვიანებით,კალიგულამ თავის ერთადერთ ქალიშვილს – იულია დრუზილა დაარქვა).

იულია დრუზილა დაკრძალული იქნა სახელმწიფო ხარჯებით.მალევე,რომის სენატმა კალიგულას “საყვარელი” და “Diva Drusilla”-ს სახელით რომაული პანთეონის ღვთაებად და ქალღმერთ ვენერას განსახიერებად აღაიარა.მისი უზარმაზარი ოქროს ქანდაკება კი სენატის შენობაში აღიმართა.შეთქმულთა მიერ კალიგულას მკვლელობის შემდეგ,როგორც წესი,იულია დრუზილას ყოველგვარი ღვთაებრივი წარმომავლობა ჩამოერთვა და იგი ისტორიაში შევიდა,როგორც საკუთარი ძმის ამაზრზენი ვნებების დამაკმაყოფილებელი ქალი. (ავტორი გენია.ჯი)

კალიგულა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>