ჩარლზ პალანიკის რომანის – “მებრძოლთა კლუბის” შესახებ…
1996 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა ცნობილი ამერიკელი მწერლისა და ფრილანს-ჟურნალისტის – ჩარლზ მაიკლ (ჩაკ) პალანიკის რომანი – “მებრძოლთა კლუბი”. (ავტორი გენია.ჯი) როგორც მოგვიანებით თავისი შემოქმდების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოების შესახებ ავტორი იგონებდა,აღნიშნული წიგნის შექმნის იდეა მის პირად ცხოვრებაში მომხადრი ერთი უსიამოვნო ინციდენტის შემდეგ მოუვიდა: ერთი ზაფხულის ცხელ დღეს,დასასვენებლად მყოფ პალანიკს ხელჩართული ჩხუბი მოუვიდა ახლოს მდებარე ბანაკში დასასვენებლად ჩამოსულ ახალგაზრდებთან.ჩხუბში ჩარლზი სასტიკად გაილახა, და როგორც თავად აღნიშნავდა,მიწაზე გართხმული ნაგვემი პალანიკი თავის მცემელებს არც კი მოუკითხავთ – ცოცხალი იყო თუ მკვდარი.
ამ უსიამოვნო ინციდენტის შემდგომ,ჩარლზი “მებრძოლთა კლუბის” რომანის წერას შეუდგა.წერის პროცესში ავტორი რეგულარულად და სპეციალურად ესწრებოდა ამა თუ იმ ქუჩაში მომხდარ ხელჩართულ ორთაბრძოლებს,რათა კიდევ უფრო ღრმად ჩასწვდომოდა,თუ რას გრძნობდნენ ადამიანები ასეთი დაპირისპირების ჟამს. (ავტორი გენია.ჯი)
ჩარლზ პალანიკი