რა შედეგი გამოიწვია კაცობრიობისათვის სუპერვულკან – “ტობას” ამოფრქვევამ?
მეცნიერთა მტკიცებით,დაახლოებით 73 000 წლის წინათ ინდონეზიის შემაგენლობაში შემავალ კუნძულ სუმატრაზე ამოიფრქვა სუპერვულკანი – ტობა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობისათვის,დღესდღეობით ჩამქრალ ვულკან ტობას ყველაზე დიდი კალდერა (წრიული ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული) გააჩნია.მისი საერთო ფართობი 1 775 კვადრატული კილომეტრია.აღნიშნულ კალდერაში,თავის მხრივ,კუნძულ სუმატრას ყველაზე დიდი ტბა – ტობა არის განთავსებული. 73 000 წლის წინათ ამოფრქვეულმა სუპერვულკანმა იმდენად გიგანტური აფეთქება გამოიწვია,რომ აფეთქების ადგილზე 100 კილომეტრი რადიუსის კრატერი გაჩნდა,ხოლო ატმოსფეროში კი 800 კუბური კილომეტრი ვულკანური ფერფლი გაიფანტა.მეცნიერთა მოსაზრებით,ამ დრამატულმა მოვლენამ უდიდესი გავლენა იქონია ადამიანთა პოპულაციაზე,რადგან წარმოქმნილი იქნა ეგრეთ წოდებული – “ბოთლის ყელის ეფექტი” (გენეტიკური სახესხვაობების გენოფონდის შემცირება).ტობას სუპერვულკანის ამოფრქვევას დედამიწაზე თაბნ მოჰყვა 1 800 წლოვანი გამყინვარების პერიოდი,რა დროსაც ადამიანთა სრული რაოდენობა 2 000-მდეც კი დაეცა. (ავტორი გენია.ჯი)
სუპერვულკან ტობას ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი კალდერა