კანფეტის მაგიდა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის სხდომათა დარბაზში იმთავითვე აკრძალული გახლდათ საკვების მიღება.მიუხედავად აკრძალვისა,ტკბილეულის განსაკუთრებულმა მოყვარულმა სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან – ჯორჯ ლოიდ მერფიმ 1965 წელს ქვეყნის სენატში დამკვიდრებული ტრადიცია დაარღვია და სენატის სხდომათა დარბაზში განთავსებულ იმ მაგიდის უჯრაში,რომელთანაც იგი იჯდა,კანფეტების შენახვა დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) შენახულ კანფეტებს კი არა მხოლოდ თავად მიირთმევდა,არამედ სხვა სენატორებსაც უნაწილებდა.მერფის ინოვაციამ რიგ სენატორებში იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა,რომ კანფეტების მარაგის შესაძენად ჯორჯს ფულსაც კი აძლევდნენ.მას შემდეგ,რაც 1971 წელს მერფი სენატიდან წავიდა,მის მიერ დამკვიდრებული ტრადიცია იმ სხვა სენატორებმა განაგრძეს,რომლებმაც ჯორჯის მაგიდასთან დაიკავეს ადგილი.მათ შორის – პოლ ფენინმა,ჰარისონ შმიტმა,სტივ სიმსმა და სხვებმა.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ პირველი სენატორი,რომელმაც კანფეტებს შოკოლადებიც დაამატა,სწორედ სტივ სიმსი გახლდათ.მოგვიანებით,სენატში განთავსებულ ჯორჯ მერფის მაგიდას - “კანფეტის მაგიდა” უწოდეს,რომელსაც დღესდღეობით,სპეციალურად შექმნილი – “კანფეტის ფონდი” ამარაგებს. (ავტორი გენია.ჯი)
ჯორჯ ლოიდ მერფი
სტივ სიმსი