რამ იმსხვერპლა პიროსი ეპიროსელი?
ეპიროსისა და მაკედონიის მეფე – პიროსი ეპიროსელი (ძვ.წ.აღ-ით 318-272 წლები),რომლის მიხედვითაც იქნა გავრცელებული ცნობილი ფრაზეოლოგიზმი – “პიროსის გამარჯვება”,რაც თავის მხრივ,აღნიშნავს გამარჯვებას დიდი დანაკარგებით,მეტად უცნაურ სიტუაციას ემსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც მრავალ ბრძოლაში წარმატებით ფრთაშესხმულმა და გაამპარტავნებულმა პიროსმა სპარტელებს დანებება შესთავაზა,სპარტელთაგან მეტად ამაყი პასუხი მიიღო: “თუკი შენ ღმერთი ხარ,მაშინ ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება,რადგან არაფერი შეგვიცოდავს.ხოლო თუკი ადამიანი ხარ,მაშინ გამოჩნდება ვინმე თქვენზე ძლიერი!” – სპარტელების პასუხმა პიროსი დიდად აღაშფოთა და სპარტას ალყა შემოარტყა. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ,რადგანაც სპარტელებს ანტიგონემ დახმარება აღმოუჩინა და დამხმარე ძალა მიაშველა,მაკედონიის მეფემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, – სპარტას ალყა მოხსნა და იგი არგოსისაკენ დაიძრა.როგორც დიდი ძველ ბერძენი ისტორიკოსი – პლუტარქე გადმოგვცემს,არგოსის ქუჩებში გამართული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისას,პიროსმა ორთაბრძოლა გაუმართა ერთ ახალგაზრდა არგოსელ მებრძოლს.პიროსისა და ახალგაზრდა არგოსელის დაპირისპირებას ერთ-ერთი სახლის სახურავიდან თვალს ადევნებდა იმავე ახალგაზრდის დედა.როდესაც მან შეატყო,რომ მისი ვაჟი ფიზიკურად ძლიერ პიროს ეპიროსელთან მარცხდებოდა,მან სახურავიდან ერთი მოზრდილი კრამიტის ფილა აიღო და სახელოვან მეფეს ზემოდან ესროლა.მის მიერ ნასროლი კრამიტი პიროსს აბჯარსა და მუზარადს შორის დატოვებულ დაუცველ კისერში მოხვდა.დარტყმის ძალამ იგი ცხენიდან გადმოაგდო,რითაც ისარგებლეს არგოსელებმა და გონებადაკარგული პიროსი ადგილზევე აკუწეს.ასეთი უცნაური შემთხვევითობით აღესრულა ეპიროსისსა და მაკედონიის სახელოვანი მეფე – პიროს ეპიროსელი. (ავტორი გენია.ჯი)