იცით თუ არა,რომ
1. თანამედროვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი – შანხაი, 1849-1946 წლებში საფრანგეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა და მოიხსენიებოდა,როგორც – “შანხაის ფრანგული კონცესია”. – (ავტორი გენია.ჯი)
2. ევროპასა და აზიაში გავრცელებული იისებრთა ოჯახის ულამაზესი ბალახოვანი მცენარე – იაჟუჟუნა, – “თავისუფალი აზროვნების” სიმბოლოდ მიიჩნევა.
3. ბელგიის შემადგენლობაში შემავალ ვალონიას რეგიონში განთავსებული კელმისის კომუნა,ხელოვნური საერთაშორისო დამხმარე ენის – ესპერანტოს შესწავლის უმთავრეს ცენტრად მიიჩნევა ევროპაში.
4. დასავლეთ კარპატების სამხრეთ ნაწილში განთავსებული მატრას ვულკანური მთის მასივი სლოვაკეთის ეროვნულ გერბზე ორი მთის მასივთან – ტატრებთან და პატარა ფატრასთან ერთად არის გამოსხული.თუმცა საყურადღებოა ის გარემოება,რომ მატრა,რომელიც ადრეულ ეპოქებში სლოვაკებით იყო დასახლებული,თანამედროვე პერიოდში მთელი თავისი მთის მასივით არა სლოვაკეთის ტერიტორიაზე,არამედ უნგრეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
5. 1987 წლის ივლისის თვეში საბჭოთა კავშირის ლიტერატურულ წრეებში ეგზომ პოპულარული ლიტერატურული ჟურნალი – “რომანი-გაზეთი” – დაარსებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავდა.იმ პერიოდისათვის სულ გამოცემული იქნა 1 066 ნომერი,უზარმაზარი – 1 მილიარდ 300 მილიონიანი ტირაჟით.გარდა ამისა,ამ ხნის მანძილზე “რომან-გაზეთში” იმოღვაწა 528 ავტორმა,რომელთაგან 434 საბჭოთა,ხოლო 94 უცხოელი მწერალი იყო.საერთო ჯამში 1987 წლისათვის აღნიშნულ ჟურნალში გამოქვეყნებული იქნა 440 რომანი, 380 ნოველა და 12 პოეტური ნაწარმოები.
6. 2013 წელს ქვემო ალვანი – ომალოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაციის – BBC-ის მიერ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზის მონაკვეთად იქნა დასახელებული. – (ავტორი გენია.ჯი)
7. დიდი ქართველი პოეტი,დრამატურგი და ავტორი უკვდავი ლექსისა – “სამსობლო ხევსურისა” – რაფიელ ერისთავი, 1857 – 1867 წლებში ზუგდიდის მაზრის უფროსად მუშაობდა.
8. გენიალური გერმანელი პოეტის,დრამატურგისა და ისტორიკოსის – ფრიდრიხ შილერის უსაყვარლეს ყვავილს – “თეთრი ზამბახი” წარმოადგენდა.
9. ერთ-ერთ უცხოურ გაზეთში,სათაურით – “ჩვენს მკითხველ ქალებს”,გამოქვეყნდა სტატია,სადაც ეწერა: “რომ მშვენიერი იყოს ქალი,სამი რამე უნდა ჰქონდეს თეთრი და სპეტაკი: კანი,კბილები და ხელები.სამიც მოკლე: კბილები,ყურები და ენა.აგრეთვე საჭიროა სამი პატარა რამ: ცხვირი,თავი და ფეხები.სამი რამეც მადიანი: ხელები,ფეხები და მზითევიო”. (ავტორი გენია.ჯი)
10. “ჩვენი რაზმის ფალავანი”, – ასე უწოდებდა ილია ჭავჭავაძე თავის ღირსეულ თანამესაგრეს – ნიკო ნიკოლაძეს.