კუნძული ჯურა
ჯურა – წარმოადგენს შოტლანდიის დასავლეთით,შიდა ჰებრიდის არქიპელაგში (ატლანტის ოკეანე) შემავალ კუნძულს,რომლის სრული ფართობი 367 კვადრატულ კიკლომეტრს შეადგენს. (ავტორი გენია.ჯი) ჭაობებით დაფარული ჯურას კუნძულის მოსახლეობა სულ რაღაც 196 ადამიანისაგან შედგება.მეზოლითის პერიოდში ჩამოყალიბებულ კუნძულზე მკითხველის ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ,რომ სწორედ ამ მივარდნილ და “ღვთისაგან მივიწყებულ” ადგილად წოდებულ ჯურაზე დაასრულა თავისი შედევრი ქმნილების – “1984″-ის დაწერა გენიალურმა ბრიტანელმა მწერალმა და პუბლიცისტმა – ერიკ არტურ ბლერმა (1903-1950 წლები),იგივე – ჯორჯ ორუელმა.როგორც ცნობილია,ორუელმა რომანის შავი ვარიანტი 1947 წლის ოქტომბერში დაასრულა,თუმცა მისთვის სრულყოფილი სახის მიცემაში ხელი მწერალს ტუბერკულოზის დაავადების გააქტიურებამ შეუშალა.მას შემდგომ,რაც ჯორჯი კლინიკიდან გაწერეს,იგი 1948 წლის 28 ივლისს რომანის დასასრულებლად კუნძულ ჯურაზე გაემგზავრა და იქვე დაბინავდა.იმავე წლის ოქტომბერში,ორუელმა უორბურგს სთხოვა მასთან კუნძულზე მბეჭდავი გაეგზავნა,რადგან თავად ავადმყოფობის გამო “1984″-ის სრული ნაწილის დაბეჭდვას ვერ ახერხებდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად თხოვნისა,ამ უკაცრიელ და მიკარგულ კუნძულზე გამგზავრება არავინ ისურვა,რის გამოც ავადმყოფობით გაწამებული ავტორი იძულებული გახდა თავისივე ხელით დაებეჭდა იგი.სწორედ ამ მოვლენის შედეგად გაიცნო ათიათასობით ადამიანმა კუნძული ჯურას არსებობა.იქ ხომ ჯორჯ ორუელმა საბოლოო სახე მისცა თავის უკვდავ ქმნილებას – “1984″. (ავტორი გენია.ჯი)
სახლი კუნძულ ჯურაზე,სადაც ცხოვრობდა და სადაც დაასრულა ორუელმა მუშაობა რომანზე
ჯორჯ ორუელი
წითელი ფერით მონიშნულია კუნძული ჯურა