რობერტო ფრანცისკო კიარი რემონი – “ეპიზოდი”

1949 წელს ცენტრალური ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარე ქვეყნის – პანამის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეული იქნა ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ლიბერალული პარტიიდან - რობერტო ფრანცისკო კიარი რემონი (1905-1981 წლები). (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ პიროვნებაზე თქვენი ყურადღება რამდენიმე მიზეზის გამო გავამახვილე.პირველ რიგში,ის გახლდათ პანამის პირველი პრეზიდენტი,რომელიც პანამაში იქნა დაბადებული ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ (ცნობისათვის,რობერტოს მამა – როდოლფო კიარიც პანამის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა 1924-1928 წლებში).მისი მმართველობის ჟამს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მოსახლეობაში სწავლა-განათლების პოპულარიზაციასა და ჯანდაცვას (სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის სპეციალურად იქნა გახსნილი რამდენიმე საავადმყოფო); მიუხედავად იმისა,რომ მის საკუთრებაში არსებული შაქრის მწარმოებელი კომპანია აშშ-ი ანხორციელებდა ექსპორტს,მან პირად ინტერესებზე მაღლა მაინც სახელწმიფო ინტერესები დააყენა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან “პანამის არხის” გამოისობით წარმოქმნილი უთანხმოების ჟამს,ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა; პრეზიდენტობის პერიოდში გამომუშავებული სრული თანხა ანუ ხელფასი,რობერტომ დიდსულოვნად შესწირა ქვეყანაში მოქმედ “წითელ ჯვარს”; როდესაც 1981 წლის 1 მარტს რობერტო ფრანცისკო კიარი რემონი გარდაიცვალა,იმ დროს ქვეყანაში საკარნავალო ღონისძიებები მიმდინარეობდა.იმისათვის,რომ მოსახლეობის საზეიმო განწყობილება საყოველთაო გლოვას არ ჩაენაცვლებინა,პანამის ექს-პრეზიდენტის ოჯახმა მისი გარდაცვალება არ გაახმაურა და მისი ცხედარი ყოველგვარი ხმაურისა და ცერემონიების გარეშე მიაბარა მშობლიურ მიწას. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>