უცნობი შვაბიელი მხატვარი – “მკვდარი საყვარლები”
“მკვდარი საყვარლები” – წარმოადგენს უცნობი შვაბიელი (კულტურული,ისტორიული და ლინგვისტური რეგიონი სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში) მხატვრის მიერ 1470 წელს ხის დაფაზე ტემპერათი შესრულებულ სურათს,რომელიც ნათლად გამოსახავს და სიმბოლიზირდება ადამიანების სისუსტესთან,რომელიც მათ სიკვდილის წინაშე მყოფებს აღმოჩნდებათ ხოლმე. (ავტორი გენია.ჯი) სურათის სიმაღლე 62,3 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 40 სანტიმეტრია.უცნობი შვაბიელი მხატვრის მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშზე,სიბნელის ფონზე ასახულია ორი საშინელი გარეგნობის მქონე სრულიად შიშველი შეყვარებული ადამიანი.მეტად რეალისტურად ასახულ პერსონებს არ გააჩნიათ კბილები.მათი სხეული დაფარულია ჩირქოვანი იარებით,ხვლიკებითა და მორიელებით.ამ ამაზრზენი არსებების იარებში კი გველები დაძვრებიან.ქალის სასქესო ორგანო დაფარული აქვს გომბეშოს.ყოველივე ეს კი ერთგვარი ირონიული ალეგორიაა სწრაფად წარმავალი ახალგაზრდობის,სილამაზის და სიყვარულისა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც პროფესორი – ჩარლზ ფორკერი ირწმუნება,სურათი ასევე გამოსახავს სექსუალურობის ბნელ მხარეებსაც.უცნობმა შვაბიელმა მხატვარმა თავისი ქმნილება იმ პერიოდის გერმანულ ხელოვნებაში სიკვდილზე გაბატონებული მკაცრი ხედვით წარმოგვიდგინა.ადრეულ პერიოდში აღნიშნული სურათის დახატვას დიდ გერმანელ მხატვარს – მათიას გრიუნევალდს მიაწერდნენ,თუმცა ეს ვერსია დროთა განმავლობაში ჩატარებული მრავალი კვლევის შედეგად უარყოფილი იქნა.დღესდღეობით,უცნობი შვაბიელი მხატვრის სურათი – “მკვდარი საყვარლები” დაცულია საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგის ტაძრის მუზეუმში. (ავტორი გენია.ჯი)