გლენ გულდი – „ეპიზოდი”
გენიალური კანადელი პიანისტი,კომპოზიტორი და ორგანისტი – გლენ გულდი (1932-1982 წლები), ნეიროფსიქიკური დაავადებით, ეგრეთ წოდებული „ასპერგერის სინდრომით” იტანჯებოდა (აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები). (ავტორი გენია.ჯი) როგორც გულდის ბიოგრაფები შენიშნავენ, სწორედ ზემოაღნიშნული დაავადება განაპირობებდა ვირტუოზი მუსიკოსის მეტად უცნაურ თვისებებს. გლენის ერთ-ერთ უცნაურ თვისებას წარმოადგენდა ის, რომ მას განსაკუთრებული შიში გააჩნდა გაცივებისა,რის გამოც იგი თბილ ამინდშიაც კი არ იძრობდა ტანიდან პალტოს,ხოლო ხელებიდან ხელთათმანებს.გარდა ამისა,არასოდეს ჯდებოდა როიალთან,თუ იქ მამამისის – რასელ ჰერბერტ გულდის მიერ ადრეულ პერიოდში დამზადებული ხის ძველი სკამი არ იდგა.დღესდღეობით,მინისაგან დამზადებულ სპეციალურ სათავსში განთავსებული გლენ გულდის სკამი წარმოდგენილი და დაცულია კანადის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 1982 წლის 4 ოქტომბერს გენიალური კანადელი მუსიკოსი,რომელიც ტვინის ფატალური დაზიანების გამო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული,მედიკოსებმა მამამისის – რასელ ჰერბერტ გულდის გადაწყვეტილებით აპარატიდან გამორთეს.გლენი დაკრძალული იქნა ტორონტოში განთავსებულ მაუნტ-პლეზანტის სასაფლაოზე.მისი საფლავის ქვაზე კი ჰოლდერბერგის ვარიაციების პირველი ტაქტი იქნა ამოკვეთილი. (ავტორი გენია.ჯი)