“დამაკვირდი”
1. “ადამიანი,რომელიც ღმერთებს უყვართ,ადრე კვდება! ყველაზე ბედნიერი ის არის,ვინც იქით დაბრუნებას,საიდანაც მოსულა,მანამ ისწრაფის,სანამ არც ცხოვრების სიმწარე განუცდია,არც მზის,წყლის,ღრუბლების და ცეცხლის სილამაზის ცქერა მოწყენია.ამქვეყნად დაყოვნებული ადამიანი იღლება და ქონებას კარგავს.ბერდება,სიღარიბეში ვარდება და უმრავლდება მტრები,რომლებიც ფათერაკს უმზადებენ.ხანდაზმული კაცი იმ სოფლისკენ გამწარებული მიდის,რადგანაც ამ ქვეყნად ბევრი იცოცხლა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “როცა ადამიანთა ერთი თაობა ბუნებას ველურად ეკიდება და ანადგურებს,იგი არა მარტო თავის თავს აყენებს ზიანს,არამედ შთამომავლობის მრავალ თაობას აღარიბებს და საწყევლად უტოვებს თავის სახელს”.
* * *
3. “ადამიანებისათვის მანქანები როდი არიან საშიშნი.ადამიანისათვის საშიში ისევ ადამიანია.ატომისტიკის უდიდესი განვითარება,იმის მაგივრად,რომ იგი თანამედროვე ცივილიზაციას დაეხმაროს,შეიძლება სრულიად შემთხვევით ამ ცივილიზაციის დამანგრეველი შეიქმნეს. და ეს განა მეცნიერების ბრალი იქნება? ამ კითხვის დასმაც კი სასაცილოა,რადგან სრულიად ნათელია,რომ დამნაშავე თვითონ ადამიანია”. – ჟან კასუ
* * *
4. “ეცადო წარსულის დაბრუნებას ან ახალგაზრდობის დაბრუნებას – ეს უდრის დროის დაკარგვას.სინამდვილე ჩვენს წინაშეა.უპირველესი სიბრძნე ის არის,იყო წარმომადგენელი შენი დროისა”. – პიერ ლუი ფლუკე
* * *
5. “ჩვენი საუკუნის ყველაზე დიდი გამოგონება რადიო კი არ არის,არამედ ის ღილაკია,რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვრთოთ რადიო”. – სეზარ სანტელი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. “მე მეცინება,როცა მესმის თევზი წყალში მწყურვალიაო”. – ქაბირი
* * *
7. “ვისთვისაც მეტი მიუცია განგებას,მას მეტიც მოეთხოვება”. – ლევ ფოქსი
* * *
8. “არჩევნების გზით შეიძლება ქვეყნის მმართველი გახდე,მაგრამ ვერაფრის დიდებით – ხარაზი”. – კაროლ ბუნში
* * *
9. “ამა სოფლის ძლიერებზე მაღლა ღირსეული ადამიანები დგანან”. – თედორე დოსტოევსკი (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. “ამაყები ვერაფრით იტანენ სხვათა სიამაყეს”. – ბენჯამინ ფრანკლილი