ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – “ეჟენი გრანდე”
“ზოგიერთი მიტოვებული ქალი თავის მეტოქესთან მიიჩქარის,რათა მას თავისი მიჯნური ხელიდან გამოგლიჯოს,ჰკლავს მას და გარბის ქვეყნის დასასრულს,ეშაფოტზე ადის ან საფლავში ჩადის.ეს,რასაკვირველია საუცხოვოა.ამ ბოროტმოქმედების აღმძვრელია ამაღლებული ვნება,რომელიც ადამიანურ მართლმსაჯულებაში პატივისცემას აღვიძებს.სხვა ქალები თავს ხრიან და უსიტყვოდ ეწამებიან.ისინი,მომაკვდავნი და თავიანთი თავის უარმყოფელნი,ჰგოდებენ და შენდობას გზავნიან,ლოცულობენ და იგონებენ უკანასკნელ ამოკვნესამდე.ესაა სიყვარული,ჭეშმარიტი სიყვარული,ანგელოზური და ამაყი სიყვარული,რომელიც თავისივე ტანჯვით იკვებება და იმითვე კვდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“პირმოთნეობა არასოდეს არ გამომდინარეობს დიადი სულიდან,იგი ხვედრია წვრილმანი სულებისა,რომელთაც უნარი აქვთ კიდევ უფრო დაპატარავებისა,რათა უკეთ შევიდნენ იმ ადამიანის ცხოვრების სფეროში,რომელსაც ისინი ეტანებიან”.
* * *
“ცხოვრების ყველა პირობებში ქალს უფრო მეტი მწუხარება ხვდება წილად,ვიდრე მამაკაცს და მასზე უფრო მეტად იტანჯება.მამაკაცს აქვს ძალა და შესაძლებლობა თავისი ნიჭის გამოყენებისა: იგი მოქმედობს,მოძრაობს,მუშაობს,აზროვნებს,იგი სწვდება მომავალს და მასში ნუგეშს ჰპოვებს.
ქალი კი ერთ ადგილზე იმყოფება,პირისპირ თავის მწუხარებასთან,რომელსაც ვერაფრით აღწევს თავს,იგი ეშვება პირდაღებული უფსკრულის ფსკერზე,ზომავს მას და ხშირად თავისი აღთქმებითა და ცრემლებით ავსებს”.
* * *
“ჩემო ბავშვებო,ვიდრე ადამიანი სამინისტროს შემადგენლობაშია,პატივი ეცით მას; დაეცემა თუ არა,ხელი შეუწყვეთ მის სანაგვეში გადაგდებას.სიძლიერეში იგი ღმერთის მაგვარია; დამხობილი იგი მარატზე უფრო დაბლა გდია თავის ორმოში,რადგანაც იგი ცოცხალია,მარატი კი – მკვდარი.ცხოვრება კომბინაციათა თანმიმდევრობაა,საჭიროა მათი შესწავლა,მათი მიყოლა,რათა უცვლელად შეინარჩუნოთ ხელსაყრელი მდგომარეობა”.
* * *
“მთელი ადამიანური სიძლიერე შესდგება მოთმინებისა და დროისაგან.ძლიერ ადამიანებს სურთ და ფხიზლობენ.ძუნწთა ცხოვრება წარმოადგენს ადამიანური ძალის მუდმივ ვარჯიშობას პიროვნების სამსახურში.ძუნწი მარტოოდენ ორ გრძნობას ემყარება: თავმოყვარეობასა და ანგარებას; მაგრამ რადგანაც ანგარება ერთგვარი სოლიდური თავმოყვარეობაცაა,რა თქმა უნდა,რეალური უპირატესობის განუწყვეტელი დადასტურებაც,ამიტომ თავმოყვარეობა და ანგარება ორი მხარეა ერთი მთლიანისა,ეგოიზმისა”.
* * *
“განა არის სადმე ადამიანი,რომელსაც სურვილები არ გააჩნდეს, და რომელი სურვილი ასრულდება საზოგადოებაში უფულოდ?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ოჰ,როდის ყოფილა,რომ სათანადოდ გაეგოთ ღმერთის ფეხქვეშ წყნარად მწოლარე კრავის,ეს ყველაზე უფრო ამაღელვებელი ემბლემა ყველა ამ ქვეყნიური მსხვერპლისა,ემბლემა მათი მომავლისა,ერთი სიტყვით სახელოვანი ტანჯვა და უსუსურება.ძუნწი ამ კრავს ასუქებს,ბაკში ამწყვდევს,ჰკლავს,სწვავს,სჭამს და ეზიზღება.ძუნწის საკვები შესდგება ფულისა და ზიზღისაგან”.