ადოლფ ჰიტლერისა და იაკობ ჯუღაშვილის შეხვედრის სტენოგრაფიული ჩანაწერიდან…

როდესაც გერმანიის ფაშისტური ხელისუფლების სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხმინისტრმა – პაულ იოზეფ გებელსმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა სამსახურმა სტალინის დატყვევებულ ვაჟთან – იაკობთან ვერაფერი გააწყვეს და იგი სამშობლოს ღალატზე ვერცერთი მეთოდით ვერ დაიყოლიეს,იაკობი თავიანთ ფიურერს – ადოლფ ჰიტლერს მიჰგვარეს… (ავტორი გენია.ჯი) იაკობისა და ჰიტლერის საუბარი დიდი ხნის განმავლობაში იდუმალებით იყო მოცული,ამიტომ ამ საუბრის შესახებ კარგახანს სხვადასხვა ვერსიები იყო გავრცელებული ხალხში,მაგრამ,ცხადია,ყველა მოგონილი.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ამერიკელებმა აღმოაჩინეს იაკობისა და ჰიტლერის საუბრის მოკლე სტენოგრაფიული ანგარიში,რომელიც თავის მხრივ ამერიკელებმა საბჭოთა ხელისუფლებას გააცვნეს:

- ყმაწვილო! თქვენ,რომ იტყვიან,ნამდვილად ქუდბედიანი დაბადებულხართ! – მიმართა იაკობს ჰიტლერმა და იქვე განაგრძო: – თქვენ ოქროს მთები მოგელით,ახლო მომავლაში ჩვენ მთელ რუსეთს დავიპყრობთ და მას გენერალ-საგუბერნიოებად დავყოფთ,გადაწყვეტილი გვაქვს რუსეთის გენერალი ვლასოვი ჩუადგეს სათავეში რუსეთს (ცნობისათვის,გენერალ-მაიორი ანდრეი ვლასოვი 1942 წელს ჩავარდა ტყვედ,რის შემდეგაც აქტიური თანამშრომლობა დაიწყო ჰიტლერელებთან. – ავტორი გენია.ჯი).თქვენ კლი ამიერკავკასიის გენერალგუბერნატორობა გექნებათ გარანტირებული.განა ეს ცოტაა თვქნისთანა ახალგაზრდა კაცისათვის? თქვენ ხომ მთელი მომავალი გაქვთ წინ, და რაც გითხარით,ასე რომ მოხდეს,ამისათვის სულ ცოტა რამაა საჭირო… (ავტორი გენია.ჯი) ჩვენ თქვენგან შეუძლებელს ხომ არ მოვითხოვთ? გადმოდით ჩვენს მხარეზე,ზურგი აქციეთ ყოველგვარ საბჭოურს,ზურგი აციეთ თქვენს დიქტატორ მამას და მორჩა!

იაკობი გაუნძრევლად იდგა ლაპარაკის ეშხზე მოსული ფიურერის წინაშე და კრინტს არ სძრავდა.

როდესაც ჰიტლერი ლაპარაკით დაიღალა,იაკობმა მხოლოდ მაშინ უთხრა მას:

 - მე ამ თემაზე თქვენთან მხოლოდ მაშინ ვილაპარაკებ,როცა თქვენ მომცემთ იმის ნებართვას,რომ მე ვატარო საბჭოთა ოფიცრის ფორმა.

ჰიტლერი წავიდა ამ დათმობაზე: – კარგით! თქვენ გექნებათ იმისი საშუალება,ატაროთ საბჭოთა ოფიცრის ფორმა.

რამდენიმე დღეში იაკობის სურვილი დააკმაყოფილეს – საპარადო მუნდირი შეუკერეს,ჩააცვეს და ისევ ჰიტლერს მიჰგვარეს.ჰიტლერმა დაკვირვებით ახედ-დახედა მას და უთხრა: – ფორმა ძალიან გიხდებათ… მაგრამ… ზურგი უნდა აქციოთ ყოველივე საბჭოურს,რუსეთს,მამას,ყველაფერს იქაურს საერთოდ,ჩვენ უნდა გვემსახუროთ.

- ზურგს თავის ხალხსა და სამშობლოს მხოლოდ მოღალატეები აქცევენ.მე კი ასეთი არ გახლავართ! – მიუგო პასუხად იაკობმა, – დღეს ბერლინში,თქვენ კანცელარიაში საბჭოთა ოფიცრის ფორმაში მხოლოდ მე გამოვჩნდი,მაგრამ დადგება დრო და სულ მალე ათასობით საბჭოთა ოფიცერი გამოჩნდება.საბჭოთა არმია მალე მოვა აქ!

იაკობის ასეთმა პასუხმა,რა თქმა უნდა,ჰიტლერი გააცოფა და თანაც მიახვედრა,რომ სტალინის ვაჟს ღალატზე ვერ დაიყოლიებდა.

იაკობმა კი განრისხებულ ჰიტლერს მზერა გაუსწორა და განაგრძო: – თქვენ სულ ტყუილად გჯერათ თქვენი არმიის გამარჯვებისა,ამ გამარჯვებას თქვენ ისევე ვერ იხილავთ,როგორც საკუთარ ყურებს.მე ვიმედოვნებ,რომ თქვენ ნამდვილად წაიკითხავდით საბჭოთა კავშირის უმაღლესი მთავარსარდლის განცხადებას: – “ჩვენი საქმე სამართლიანია,გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება!” – მე მჯერა მამაჩემის ამ განცხადების,ეს ნამდვილად ასე იქნება!

ჰიტლერმა სიბრაზისაგან სულ ცოფები ჰყარა,სახეზე გადაფითრდა,ერთიანად ათრთოლებულ-აკანკალებულმა ხმის ამოღება ვეღარ მოახერხა და თავის მცველებს ხელი მკვეთრი მოძრაობით ანიშნა ეს უჯიათი ტყვე გაეყვანათ.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო იაკობის ნამდვილი წამება. და აი, 1943 წლის 14 აპრილს ბანაკიდან გაქცევის ცდისას ზაქსჰაუზენის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში ფაშისტებმა მხეცურად მოკლეს იაკობი.იაკობს ისე ჩაეჭიდა ხელი მავთულხლართისთვის,რომ მისი მომუჭული ხელების გახსნა და მავთულხლართისაგან განთავისუფლება ვერ მოხერხდა.მაშინ ჰიტლერელები იძულებული გახდნენ რკინის საჭრელიმაკრატლით გადაეჭრათ იგი… (ავტორი გენია.ჯი)

იაკობ ჯუღაშვილის ცხედარი მალევე კრემატორიუმში იქნა გერმანელი ფაშისტების მიერ დამწვარ-დაფერფლილი. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. გაქცევის წინ იაკობმა შემდეგი სახის წერილი დატოვა: “თუ არ მეღირსა ჩემი სამშობლოს ნახვა,გთხოვთ გადასცეთ მამაჩემს,იოსებ ბესარიონის ძე სტალინს,რომ მე მისთვის არასოდეს მიღალატნია,ხოლო ის,რაც შეთხზა ჰიტლერულმა პროპაგანდამ,აშკარად ჭორია.მე სამშობლოსთვის,მამაჩემისთვის,ნებისმიერ დროს გავწირავ სიცოცხლეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

ჰაინრიხ ჰიმლერის შეხვედრა მოღალატე გენერალ ანდრეი ვლასოვთან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>