უინსტონ ჩერჩილი წერდა…
“მე აღტაცებაში მოვყავარ ადამიანებს,თავიანთ დამარცხებულ სამშობლოს ქომაგად რომ უდგებიან,თუნდაც მოპირდაპირე მხარეს ვიდგე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სწორედ ის ადამიანები,ყველაზე თავგამოდებით რომ ქადაგებენ მშვიდობას,თვალის დახამხამებაში იქცევიან ხოლმე გამარჯვებისათვის თავგადადებულ მოღვაწეებად”.
* * *
“დადგენილია, რომ ერები, რომელთაც სჯერათ, რომ მათი ყოფნა-არყოფნა ბეწვზე ჰკიდია, თავის გადასარჩენად არაფერზე უკან არ დაიხევენ. სავსებით შესაძლებელია,უფრო სწორად,უეჭველია,რომ იმ ხერხებში,რომელთა გამოყენება სამერმისოდ მათ ხელთ იქნება,აღმოჩნდება საყოველთაო განადგურების ისეთი შეუზღუდავი მეთოდები და საშუალებანი,რომ,ალბათ,ერთხელ ნაცადი,არანაირ კონტროლს აღარ დაექვემდებარება.
ამგვარ ყოფაში წინათ არასდროს ჩავარდნილა კაცობრიობა.მას,ღირსებათა ვერც თუ დიდად სრულმქმნელსა და ვერც უფრო ბრძნული მმართველობის მომხვეჭელს,პირველად ჩაუვარდა ხელში იარაღი,რომლის მეშვეობითაც შეძლებს საკუთარი თავის პირწმინდად დასამარებას.ესაა სამანი კაცთა ხვედრისა,რომელსაც მიაახლა მოკვდავნი ჭაპანწყვეტამ თუ განცხრომა-ნეტარებამ.უპრიანი იქნებოდა,სული მოეთქვათ და თავიანთ ახალ ვალდებულებებზე დაფიქრებულიყვნენ.სიკვდილი ფხიზლობს,დამყოლი,მომლოდინე,მზადმყოფი ხელის აღსაპყრობად და კაცობრიობის დედაბუდიანად ამოსაწყვეტად,მზადმყოფი პირველსავე დაძახილზე მიწის პირისაგან აღსაგველად ცივილიზაციის ყოველგვარი გადმონაშთისა.იგი მხოლოდ განკარგულებას ელის; ელის უმწეო,თავგზააბნეული არსებისაგან – ოდითგანვე მის ზვარაკად რომ ქცეულა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სავსებით ბუნებრივია,რომ ომში ძლეული ამაყი ხალხი მალევე ეშურება კვლავ იარაღით აღჭურვას.მას ვერ მოსთხოვ,მეტისმეტი სისათუთით მოეკიდოს წნეხქვეშ ყოფნისას მისგან გამოძალული ხელშეკრულების შესრულებას.
“…თავისუფლება აგვიხსნიდა აღთქმას,ნაშობს ტკივილით,ურგებსა და თვითნებობით თავსმოხვეულს”.
აქედან გამომდინარე,მძლეველს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე,რომ ძლეუილი მოქიშპე ნიადაგ იარაღაყრილი ეგულებოდეს.ამ მიზნის მისაღწევად მან ორმხრივ პოლიტიკას უნდა მიმართოს.ჯერ ერთი,თავად საკმარისად შეიარაღებულმა დაუღალავად,მთელის გულისყურითა და დიდი ძალისხმევით უნდა იღვაწოს ხელშეკრულების იმ მუხლების ხორცშესახმელად,მის გუშინდელ მეტოქეს სამხედრო ძალების აღდგენა-განახლებას რომ უკრძალავს.ამას გარდა,ყველა ღონე უნდა იხმაროს დამარცხებული ხალხის ბედთან შესარიგებლად,მადლი ქნას და ხვავი და ბარაქა არ დაიშუროს ძლეული ქვეყნისათვის; ყოველნაირად გაისარჯოს საიმისოდ,რომ საფუძველი ჩაუყაროს ჭეშმარიტ მეგობრობასა თუ ინტერესთა ერთიანობას,რათა სულ უფრო და უფრო ნაკლებად იჩინოს თავი იარაღისაკენ ხელახალმა სწრაფვამ.”მძლეველთაგან იარაღის დაყრაზე უფრო საშური ძლეულთა გულისტკივილის დაამებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)