როგორ ახასიათებდა ვიაჩესლავ მოლოტოვს უინსტონ ჩერჩილი?
იოსებ სტალინის ერთ-ერთ ყველაზე უახლოეს მეგობარს,თანამებრძოლსა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს – ვიაჩესლავ მოლოტოვს (1890-1986 წლები) დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ მინისტრი – უინსტონ ჩერჩილი,თავის მოგონებებში ასე ახასიათებდა:
“ვიაჩესლავ მოლოტოვი ხალასი ნიჭით ცხებული კაცი გახლდათ,გულცივობითა და სისასტიკით გამორჩეული. (ავტორი გენია.ჯი) იგი დაუსხლტა ათასგვარ ხიფათსა თუ განსაცდელს,რომელიც თავს დაატყდა ბოლშევიკთა უკლებლივ ყველა ლიდერს რევოლუციის აღზევების წლებში.თავისი დღე და მოსწრება იმ საზოგადოებაში გაეტარებინა და იქ გაჰქონდა ლელო,სადაც სულ ერთთავად ინტრიგების ხლართვას მუდამ თან სდევდა საფრთხე პიროვნების განადგურებისა.ზარბაზნის ყუმბარისებრი თავი,შავი ულვაშები და გამჭოლი მზერა,გაფიჟვინებული პირისახე,ენამჭევრობა და სიდინჯე-სიდარბაისლე მშვენივრად მეტყველებდა მის ღირსებებსა თუ უნარიანობაზე.ის ყველაზე აღმატებული გახლდათ იმ კაცთაგან,აგენტად ან იარაღად რომ ერგებიან ამოუცნობი მანქანის მიერ წარმართულ პოლიტიკას.მე მხოლოდ როგორც ტოლი ტოლს,ისე შევხვედრივარ მას მოლაპარაკებებისას,სადაც ზოგჯერ მოსწრებულად ნათქვამი რამ სიტყვა გაკვესდებოდა,ან კიდევ ბანკეტებზე,სადაც დარდიმანდულად გააბამდა ხოლმე გაცვეთილ და უშინაარსო სადღეგრძელოებს.რობოტის ცნების ასე სრულქმნილად გამომეტყველი მოკვდავთა შორის არავინ შემხვედრია. (ავტორი გენია.ჯი) და მაინც,იმავდროულად,უთუოდ მახვილგონიერი და დახვეწილი დიპლომატი გახლდათ.ვერ გეტყვით,როგორ ეპყრობოდა ხელქვეითებს.ის თუ როგორ ეჭირა თავი იაპონელ ელჩთან იმ წლებში,როდესაც თეირანის კონფერენციის შემდეგ სტალინმა პირობა დადო,გერმანიის არმიას დავამარცხებ თუ არა,იაპონიას შევუტევო,შეიძლება წარმოვიდგინოთ მათი საუბრების მისეული ჩანაწერებიდან.საჩორითო,ნიადაგის მომსინჯავ და უხერხულ საუბრებს სულ მუდამ მისთვის ჩვეული უზადო სიდარბაისლით,ჩანაფიქრის შენიღბვის ნიჭითა და ოფიციალური მოკრძალება-თავაზიანობით წარმართავდა ხოლმე.ნაბზარს ერთხელაც არ დაუღია პირი,მკვახე კილოთი წამოსროლილი ერთი ფუჭი შეძახილიც არ გაჭაჭანებულა.ციმბირული სუსხით აღბეჭდილ ღიმილთან,საგულდაგულოდ აწონილ-დაწონილ და ხშირად ბრძნულ სიტყვა-პასუხთან,შეჯერებული კრძალულობა საბჭოეთის სრულქმნილ მოღვაწედ წარმოაჩენდა მას მომაკვდინებელი საფრთხის მომასწავებელ მსოფლიოში.
წყლის ნაყვა იყო სადავაო საკითხებზე მასთან მიწერ-მოწერა და, თუ მეტისმეტად გამოიდებდი თავს,მხოლოდ სიცრუესა და შეურაცხყოფას გამორჩებოდი,რის მაგალითებიც,ვგონებ,მრავლად მოიძებნება.ერთადერთხელ ვეღირსე მისგან ბუნებრივ,ადამიანურ რეაქციას.ეს მოხდა 1942 წლის გაზაფხულზე,როდესაც შეერთებული შტატებიდან ბრუნდებოდა და გზად ინგლისში ჩამოხდა.ინგლის-საბჭოთა კავშირის ხელშეკრულებას ხელო რომ მოვაწერეთ,სამშობლოსაკენ მიმავალი,სახიფათო გზას უნდა დასდგომოდა.რაკი საიდუმლოს გამჟღავნებას ვერიდებოდით,ბაღის ჭიშკართან შევყოვნდით,დაუნინგსტრიტზე; მკლავში ხელი ჩავავლე და თვალი გავუსწორეთ ერთმანეთს.ანაზდად,ღრმა განცდა დავატყვე.გარესაფარველს მიღმა კაცი გამოჩნდა.მანაც ჩემებრ ღონივრად ჩამჭიდა ხელი.უხმოდ ვუჭერდით ხელს ერთმანეთს.მაშინ ხომ ყველანი ერთ მუშტად ვიყავით შეკრული და ან გადარჩენა გვეწერა,ან სიკვდილი.რამდენ გაპარტახება-გავერანებას მოსწრებია,მის თავს დამტყდარს თუ მისგანვე სხვის თავზე დატეხილს! ეჭვს გარეშეა,რომ მოლოტოვის სახით საბჭოთა მანქანამ გამოჩხრიკა უნარიანი და მრავალი თვალსაზრისით სწორედ მისთვის ზედგამოჭრილი კაცი – მუდამ ერთგული პარტიისა და მიმდევარი კომუნიზმისა”. – (ავტორი გენია.ჯი)