ამონარიდი თამაზ ჭილაძის პიესიდან – „ბუდე მეცხრე სართულზე”
„ნუთუ მშვიდად რომ იყო, უსათუოდ უნდა მოიტყუო? მოატყუო თუნდაც საკუთარი თავი, მაგრამ ის რომ არ ტყუვდება?.. ის ხომ მართლა ისეთი ბავშვი არ არის, როგორც შენ დახატე. ინფანტელიზმი, რომელსაც შენ მისტირი, რასაკვირველია, არბილებს ზოგიერთ ჩვენს საქციელს. მაგრამ, განა ვინმე დაგვაჯერებს, რომ სულში ბავშვი გვიზის, რომელსაც წარმდაუწუმ თავში ვუბარტყუნებთ, მაგრამ ის ანგელოსური სიკერპითა და მოთმინებით ინარჩუნებს თავის სიწმინდეს… ყველას მოტყუება შეიძლება, საკუთარი თავის გარდა. სიმშვიდე! ო, რა იშვიათი ხილია ეს სიმშვიდე! ეს ხომ დღეს იგივეს ნიშნავს, რასაც გუშინ ბედნიერება ნიშნავდა?” – (ავტორი გენია.ჯი)