იუბა II
იუბა II დაიბადა დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე 52-50 წლებში ნუმიდიაში.იგი წარმოადგენდა ვაჟს ნუმიდიის უკანასკნელი მეფის იუბა I-სა.მოგვიანებით თავად ხდება მეფე მავრეტანიისა (ისტორიული მხარე ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე – თანამედროვე ალჟირისა და მაროკოს ტერიტორიებზე) და იგი გახლდათ მამა უკანასკნელი მავრეტანიელი მეფის პტოლემესი.ტაპსესთან ბრძოლის შემდეგ,სადაც იულიუს კეისარმა დაამარცხა ნუმიდიელები,ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იუბა II,ტყვედ იქნა აყვანილი და იგი კეისრის ბრძანებით გადაყვანილ იქნა რომში.რომში ყოფნისას კი მის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა საიმპერატორო სასახლის წარმომადგენლები.რის შედეგადაც იგი დიდი პატივით იქნა აღზრდილი და მიაღებინეს შესანიშნავი განათლება. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მეთოდით აღზრდა მას მოგვიანებით რომაელთა ერთ-ერთ სანდო მოკავშირედაც აქცევს.იუბა დაქორწინდა,მარკუს ანტონიუსისა და კლეოპატრა VII-ს ქალიშვილზე – კლეოპატრა სელენა II-ზე,რომელიც თავის მხრივ ტყუპი და გახლდათ ალექსანდრე ჰელიოსისა.დედის თვითმკვლელობის შემდგომ,მისი აღზრდა საკუთარ თავზე რომის იმპერატორმა – ოქტავიანე ავგუსტუსმა აიღო,რომელმაც იგი 20 წლის განმავლობაში,როგორც საკუთარი შვილი ისე აღზარდა კლეოპატრა სელენა.სწორედ იუბასა და კლეოპატრა სელენას ქორწინების შემდგომ გადასცა სამართავად ოქტავიანემ – იუბას ნუმიდიისა და მავრეტანიის მხარეები სამართვად.გარდა იმისა,რომ მეფე დაკავებული იყო პოლიტიკური საქმიანობით (იგი ძლიერი მოკავშირე გახლდათ აფრიკის კონტინენტზე რომაელებისა),იუბა ასევე აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა მეცნიერებებსა და ხელოვნებაში.გამოირჩეოდა შესანიშნავი განათლებითა და ერუდიციით,რის გამოც მას მოიხსენიებდნენ,როგორც “პოლიჰისტორი”,რასაც უნივერსალური განათლების მქონე ადამიანებს უწოდებდნენ იმ პერიოდებში,დიდი ძველბერძენი მეცნიერისა და სწავლულის – ლუციუს კორნელიუს ალექსანდრე პოლიჰისტორის (ძვ.წ.აღ-ით 100-40 წლები) საპატივცემულოდ.იუბა წერდა ბერძნულ ენაზე ისტორიისა და სიძველეების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) მის სახელთანაა დაკავშირებული მნიშვნელოვანი ისტორიული ცნობების გადმოცემა რომის,ლიბიის,არაბეთისა და ასირიის შესახებ.თუმცა იუბას უმთავრესს ნაშრომად მაინც მიჩნეულია წიგნი,სახელწოდებით “მსგავსება”,სადაც რომაელი ხალხის ადათ-წესები და კულტურა შედარებულია სხვა ერების წეს-ჩვეულებებსა და კულტურაზე.გარდა ამისა იუბა დიდი მოყვარული გახლდათ ხელოვნების; განსაკუთრებით კი ფერწერისა და თეატრის.დაწერა წიგნი ბოტანიკის შესახებ,რომელსაც მისი პირადი მკურნალი ექიმის სახელი “Euphorbia” დაარქვა.აღნიშნული ბოტანიკის წიგნში გადმოცემულია ატლასის მთებში გავრცელებული სხვადსხვა სახეობების შესახებ ინფორმაციები. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით კი ერთ-ერთ პალმისებრთა ოჯახის სახეობას,მისი სახელის საპატივცემულოდ – “იუბეა” უწოდეს.კლეოპატრა საელენა II-სა და იუბა II-ს,თანაცხოვრებაში შეეძინათ ვაჟი,სახელად – პტოლემე (სახელი ეგვიპტის სამეფო დინასტიის – პტოლემეების საპატივცემულოდ უწოდეს),რომელიც უკანასკნელი მეფე გახლდათ მავრეტანიისა.იუბა II,რომელმაც დიდი როლი ითამაშა ისტორიასა და მეცნიერებაში აღესრულა,დაახლოებით ჩვ.წ.აღ-ით 23 წელს.