იცით თუ არა,რომ
1. ადრეულ პერიოდებში მეზღვაურებს ჩვეულებად ჰქონდათ ეკვატორის (წარმოსახვითი გადაკვეთის ხაზი დედამიწის ზედაპირის სიბრტყეზე) გადალახვის დროს გემბანიდან წყალში გადაეგდოთ ყველა,ვისაც მანამდე ეკვატორი არ გაევლო.აღნიშნულ ჩვეულებას,ისინი – “ნათლობას” უწოდებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
2. აღმოსავლეთ ევროპის ხალხთაგან უნგრელები პირველები იყვნენ,რომლებმაც ქართულიდან უნგრულ ენაზე თარგმნეს გენიალური ქართველი პოეტისა და მოაზროვნის – შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა – “ვეფხისტყაოსანი”.
3. სუსტი გარეგნობისა და დახვეწილი ნაკვთების მქონე გამოჩენილ ფრანგ მწერალს – ალფონს დოდეს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მძიმე ავადმყოფობის და აუტანელი ტკივილების გამო – “ჯვარცმულს” უწოდებდნენ.
4. გამოჩენილი ფრანგი პოეტი და ნობელიანტი – ფრედერიკ მისტრალი მშობლიური ენის შესახებ წერდა: “მშობლიური ენა ხელშეუხებელი უნდა იყოს! სანამ ერი,რომელიც დამონებულია,თავის ენას მტკიცედ ფლობს,მას თავისი საპყრობილის გასაღები უჭირავს!”
5. ბაბილონის ტყვეობაში მყოფმა ებრაელმა ყმაწვილებმა – ანანია მისაელმა და აზარია დანიელმა ნაბუქუდუნოსარის მდიდარ სუფრას ხმიადი არჩიეს და ამით ბაბილონის მბრძანებელს მიანიშნეს,რომ ისინი არასოდეს გაცვლიდნენ თავიანთი მამა-პაპების ადათ-წესებს სხვათა ადათ-წესებში,რაოდენ დიდი სარგებელიც არ უნდა შეეთავაზებინათ მათთვის. – (ავტორი გენია.ჯი)
6. სიონის უნიკალურ მუზეუმში დაცული უმდიდრესი ქართული ხელნაწერებისა და სხვა ისტორიული განძეულობის შესახებ,რუსი რეაქციონერი სასულიერო პირი და ქართველთა მიმართ მეტად მტრულად განწყობილი ბერი – იოანე ვოსტორგოვი ამბობდა,რომ “საჭირო იყო სიონის მუზეუმში დაცული დამპალი ნაგვის დაწვა”.
7. პავლე მოციქული ამბობდა: “უკეთუ ვილოცვიდე უცნობითა ენითა,სული ჩემი ილოცავს,ხოლო გონება ჩემი უნაყოფო არს”.
8. სალხინოში (მარტვილის რაიონი) ჩასული ილია ჭავჭავაძის შესახებ ხალხი ამბობდა,ჩვენ კუთხეს მიწაზე მოსიარულე ღმერთი ეწვიაო. – (ავტორი გენია.ჯი)
9. პირველი შოკოლადის ფილა დამზადებული იქნა 1880 წელს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში.
10. ფუტკრებს ორი კუჭი აქვთ: ერთი თაფლისათვის,მეორე კი საკვებისათვის.