„დამაკვირდი”
1. „ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ გული”. – ჯერომ დეივიდ სელინჯერი - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „რომელი ერიც თავისთავს და სამშობლო ენას ჰღალატობს, იმ ერს თავის დღეში სიკეთე არ დაეყრება”. – ვასილ მასხულია
* * *
3. „ადამიანი მწუხარებით სავსე გულით დასცქერის ამ უკუღმართ წუთისოფელს, საიდგანაც სამართალი და პატიოსნება ძალმომრეობას განუდევნია და თვით გარდაქცეულა ცხოვრების უპირველეს კანონად. რა უნდა ჰქნას პატიოსანმა მოღვაწემ იმისთანა დროს, როდესაც მხეცური ძალა, გაიძვერობით და ვერაგობით შემოსილი, კაცობრიობას თვის კერპად აღუმართავს და მის ბომონს, სისხლითა და ცრემლით შესვრილს, მოწიწებით, გულმოდგინებით თაყვანს სცემს”. – ნიკო ლომოური
* * *
3. „ჯერაც ცოცხალია ქვეყანაზე გამცემელი იუდა”. – მღვდელი ხელაძე
* * *
4. „სიკვდილით დასჯა ესაა მკვლელობა, უფრო გასაკიცხი, რადგან ის სასამართლოს სახელით სრულდება”. – დიმიტრი ყიფიანი
* * *
5. „ – ღმერთს ბატკანი აღვუთქვი, ვერ შევასრულე, რას მიზამს?
- არაფერს: თუ ღმერთია, შურს არ იძიებს, თუ არაა, რა უნდა გიყოს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „დიქტატორთა უმთავრესი სამხედრო ზრახვა და მიზანია სწრაფი შედეგების მოპოვება და ხანგრძლივი ომის თავიდან აცილება. გაჭიანურებული ომი ფიტავს დიქტატორთა ძალებს”. – დევიდ ლოიდ ჯორჯი
* * *
7. „ადამიანის მოკვლის რამდენიმე საშუალება არსებობს. ის შეიძლება მოსპოთ უშუალოდ ბრძოლის დროს, ან მიპარვით. მაგრამ ადამიანის მოკვლა სხვანაირადაც შეიძლება: თუ მის სახელსა და კარიერას ფეხქვეშ გათელავ, სასოწარკვეთილების იმ უკანასკნელ ზღუდემდე მიიყვან, რომ არაფრის იმედი აღარ დარჩება ცხოვრებაში”. – მაქს ლორნერი
* * *
8. „მცოდნე ადამიანები, თუ ამასთან ნიჭიერნი და ხელოვანნიც არიან – თუმცა ეს საუბედუროდ, იშვიათად ხდება ხოლმე – გაცილებით უფრო მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებენ, ვიდრე უბრალოდ ნიჭიერი და ხელოვანი ხალხი. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მკაფიოდ გამოთქვან აზრი, და ფიქრი როგორმე ბოლომდე მიიყვანონ. რაც მთავარია, ათიდან ცხრა შემთხვევაში მათ უფრო მეტი უბრალოება ახასიათებთ, ვიდრე არამეცნიერ მოაზროვნეებს”. - ჯერომ დეივიდ სელინჯერი
* * *
9. „ყველა იბრძვის, თუმცა ყველა თავისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „გაკვეთილად გამოგადგებათ: ქალის ნდობა უდიდესი სისულელეა”. – ჯონ სტეინბეკი