“საყვარელ სტუმარს”
ერთხელ მესტუმრე,გივარგი,
ამბავს გიამბობ მთისასა,
ვეფხვების ნაწოლს გიჩვენებ,
ადრინდელს,დიდის ხნისასა,
კოდალას საქმიანობას, -
დინჯ შრიალს ფოთლებისასა,
ცივ წყაროების წკანწკარსა,
ნაყარსა ირმებისასა,
მემრე,არწივის ბუდესა,
ჩხავილსა ყორნებისასა,
ჰაერიც მოგეწონება,
რომ ნახავ მაღლის მთისასა,
მე აქ მირჩევნავ სიტიტვლე,
სიმდიდრეს ქალაქისასა.
დიდ ცეცხლს დაგინთებ ტყეშია,
მწვადებს შაგიწვავ შვლისასა,
ფოთლებს გაგიშლი სუფრათა,
შამფურებს გავთლი ხისასა.
ცუდს ნუ წაიღებ ამბავსა
იმ შენი მასპინძლისასა!
ჩემთან მობრძანდი,დოსტორღრივ,
როგორც ძმა მივა ძმისასა.
ბევრს რასმე გეტყვის მთიელი
ბარისასა და მთისასა;
მე ალგეთისას გიამბობ,
შენ გკითხავ ალაზნისასა.