ფრანსისკო გოია – “ეპიზოდი”

1960 წელს გამოჩენილმა ესპანელმა ხელოვნების ისტორიკოსმა – ლოპეს რეიმ ერთ-ერთ ფრანგულ ჟურნალში გამოაქვეყნა მეტად სენსაციური სტატია,სადაც აღნიშნული გახლდათ,რომ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში განთავსებულ სახელგანთქმულ – “პრადოს მუზეუმსა” და “მადრიდის სახელმწიფო გალერეაში” დაცული გენიალური ესპანელი მხატვრის,გრაფისოისსა და გრავიორის – ფრანსისკო გოიას (1746-1828 წლები) ნამუშევრების გარკვეული ნაწილი სინამდვილეში მხატვრის პაწია მეგობარ გოგონას,თორმეტი წლის – მარიკიტა როზარიოს ეკუთვნოდა. (ავტორი გენია.ჯი) გასათვალისწინებელია,რომ გოია როზარიოს ტალანტის დიდი მოტრფიალე გახლდათ და დიდი ინტერესითაც ადევნებდა თვალყურს მის შემოქმედებით მოღვაწეობას.რეის მტკიცებით გოგონა სხვადასხვა ვარიანტით იხატავდა ფიგურებს,პორტრეტებსა და კარიკატურებს,რომლებსაც მას თავად ფრანსისკო უხატავდა.როგორც გაირკვა,გამოჩენილი ესპანელი ხელოვანმცოდნის ამ სენსაციურ აღმოჩენას ხელი შეუწყო უცნობმა სურათმა,რომელსაც ხელს აწერდა მარიკიტა,რომელიც თავის მხრივ 28 წლის ასაკში აღესრულა. (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>