ეკა კვიციანი – “ვგრძნობ,ყველაფერი მიცდია,სწორედ”
არ მოვერიდე
ამინდის წყრომებს,
არ ვუტოვებდი ჩემს თავს არჩევანს,
სიტყვა რამდენჯერ
ვზომე და ვწონე,
რომ გამომეწრთო
გულში ჩამრჩენად…
ახლა ეჭვები
გულის სისხლს
მწოვენ,
და სინანულთან
მიწევს დარჩენა…
ფერი გადასდით
გრძნობებს და
ხსოვნებს,
სიზმარი იქცა
სიზმრის ნარჩენად…
ვგრძნობ,ყველაფერი
მიცდია,სწორედ,
სიცარიელის
აღმოსაჩენად…