ძიუნიტირო ტანიძაკი
ძიუნიტირო ტანიძაკი - დაიბადა 1886 წლის 24 ივლისს,იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში,შეძლებული კომერსანტის ოჯახში,რომელიც ფლობდა საკუთარ ტიპოგრაფიას.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდესს მწერალსა და დრამატურგს იაპონური ლიტერატურისა.თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში “ბავშვობის წლები” იგი წერდა,რომ საკმაოდ განებივრებული ბავშვობა ჰქონდა,თუმცა დროთა განმავლობაში ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ძალიან მცირდებოდა და იგი იძულებული გახდა,ტოკიოს ღარიბ კვარტალში მასწავლებლად დაეწყო მუშაობა. (ავტორი გენია.ჯი) ამასთან ერთად იგი სწავლას განაგრძობდა ტოკიოს უნივერსიტეტში,ლიტერატურულ ფაკულტეტზე.თუმცა 1911 წელს,ფინანსური პრობლემების გამო ტანიძაკი სწავლას საბოლოოდ თავს ანებებს.მანამდე კი 1909 წელს,იგი წერს მის პირველ ერთაქტიან პიესას და აქვეყნებს ერთ-ერთ იაპონურ ლიტერატურულ ჟურნალში.მისი შემოქმედების ადრეულ ეტაპზე გამოირჩეოდა დიდი წინააღმდეგობით “ნატურალიზმის” დანერგვისა ლიტერატურაში.მისი ნაწარმოებები კი უფრო გაჟღენთილი გახლდათ მოდერნისტული,ავანგარდისტული,ფილოსოფიური და რომანტიკული სიუჟეტებით.მანვე ეცადა თავის შემოქმედებაში გაეერთანებინა და შეერწყა,ტრადიციული იაპონური ლიტერატურის ნიმუშები დასავლეთევროპული დეკადენტური ლიტერატურისათვის,რის გამოც მისი შემოქმედება ძალიან განსხვავდებოდა სხვა იმ დროინდელი იაპონელი მწერლების შემოქმედებისაგან.1910 წელს აქვეყნებს მოთხრობას “ბავშვები”,1911 წელს მოთხრობას “საიდუმლო”,1912 წელს მოთხრობას “ეშმაკი”,ხოლო 1924 წელს კი რომანს “ნაომი”. (ავტორი გენია.ჯი) მის შემდგომ ლიტერატურულ მოღვაწეობაში აშკარად იკვეთება დასავლური ლიტერატურული გავლენიდან გამოსვლა და გადასვლა იაპონურ ესთეტიკურ ჟანრზე.1931 წელს აქვეყნებს ნაწარმოებს “ბრმის მონათხრობს”,1932 წელს “ასიკარს”,1943 წელს იწყებს მუშაობას რომანზე “მცირე თოვლი”,რომელიც გამოქვეყნებულ იქნა 1948 წელს,1956 წელს კი აქვეყნებს რომანს “გასაღები”.1965 წელს ლიტერატურული გამომცემლობა “ტიუკორონსია”,აწესებს ლიტერატურულ პრემიას ძიუნიტირო ტანიძაკის სახელობისა,რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს იაპონურ ლიტერატურულ წრეებში.რეჟისორმა იასუძო მასუმურამ კი,ტანაძაკის ნაწარმოებების მიხედვით არერთი კინოფილმი გადაიღო,მაგალითად “სულელის სიყვარული”,”ტატუირება” და სხვა კინოფილმები.ძიუნიტირო ტანიძაკი გარდაიცვალა 1965 წლის 30 ივლისს ტოკიოში. (ავტორი გენია.ჯი) მისი შემომედება თარგმნილ იქნა სხვადასხვა უცხო ენებზე და დღემდე დიდ ინტერესს იწვევს მკითხველში.