ეკატერინე II-ის ფავორიტის – გრიგორი პოტიომკინის შესახებ…
რუსეთის იმპერატორის – ეკატერინე II-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფავორიტი მამაკაცი – გრიგორი პოტიომკინი (1739-1791 წლები)თავის დროზე სკოლიდან სიზარმაცისა და გამუდმებული დაუდევრობის გამო გარიცხეს,რის შემდეგაც სამხედრო სამსახურში განაგრძო მოღვაწეობა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ პოტიომკინი,რომელსაც ყველაზე ნაკლებად მიიჩნევდა თავის მეტოქედ გრიგოლ ორლოვი (ეკატერინეს საყვარელი მამაკაცი),როგორც მისი მეგობარი,სწორედ მან წარუდგინა პირველად დედოფალს.გრიგორის გააჩნდა უნარი გაეკეთებინა ნებისმიერი ადამიანის ხმის იმიტაცია.როდესაც მან იმპერატორის ხმას მიბაძა,ეკატერინე სიცილისაგან ცრემლებს ვერ იკავებდა.იმ დღიდან ორლოვის მეგობარი ეკატერინეს ინტიმურ წრეში დაუშვეს.კამერჰერის ჩინი მას სასახლეში შესვლის საშვის მაგივრობას უწევდა.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ იმ პერიოდში კამერჰერობა მხოლოდ მასხარას როლის შესრულების ფუნქციით იყო დატვირთული.შესაბამისად,პოტიომკინი თავისი “ბრწყინვალე” კარიერას საიმპერატორო კარზე,მასხარის როლის შესრულებით შეუდგა. (ავტორი გენია.ჯი) მალევე კამერჰერმა პოტიომკინმა ეკატერინეს დაუმტკიცა,რომ მას ყველა როლის შესრულება ძალუძდა,მასხარაზე უფრო ნაკლები ღირსეული როლისაც კი.
დედოფლის მომავალმა ფავორიტმა ეკატერინეს იმდენად დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა,რომ მას “ჩემი მოსწავლეც” კი შეარქვა და ვიცე-იმპერატორის როლისათვის შეამზადა. 1769 წელს პოტიომკინი ოსმალების წინააღმდეგ გამართულ ომში მიდის,რის შემდეგაც სწრაფად აწინაურებენ. 1773 წელს მას გენერალ-ლეიტენანტის ჩინს აძლევენ.ამ დროს გრიგოლ ორლოვი განუყოფლად ფლობდა მეფე-საყვარლის გულს,ხოლო პოტიომკინი ბედნავსობის თუ უტაქტობის წყალობით ეკატერინეს ფავორისტსა და მის ძმას წაეჩხუბა,რომლებთანაც ოდესღაც მეგობრობდა.
ხელჩართული და სისხლიანი ჩხუბი საიმპერატორო სასახლეში ბილიარდის თამაშის დროს ატყდა.ამ ბრძოლაში ეკატერიეს მოწაფე პოტიომკინი დამახინჯდა – თვალი დაკარგა.ამ სასტიკი ბრძოლის შემდგომ ახალგაზრდა კაცი ერთადერთი თვალის ბრეცით სასახლიდან გაიქცა და მონასტერში ბერად აღკვეთასაც კი შეეცადა.თუმცა ამ განზრახვაზე მას ხელი თავად დედოფალმა ააღებინა.
ვეება ტანის,შავი და შავგრემანი სახის გამო პოტიომკინზე ვერ იტყოდით ლამაზიაო,”უცნაური და საზიზღარი გარეგნობა ჰქონდა”, – ასე ახასიათებდა მას ნათესავი ბერეზინი.ცალთვალას,ელამსა და ფეხებმოქცეულ ციკლოპს – პოტიომკინს ვერაფრით დაარწმუნებდით,თავისი პორტრეტი დაეხატვებინა ვინმესათვის. და თუ მანამდე მისი პორტრეტი იქნა დახატული,ისიც მის ნებადაურთველად.თუმცა, 1783 წელს გრიგორი ეკატერინეს ბრძანებას დამორჩილდა და მისი სურათი მთელი ტანით დაიხატა.აღნიშნული სურათი დედოფლის ბრძანებითვე ზამთრის სასხლის მარშლის დარბაზში გამოიფინა.შესაბამისად,პოტიომკინის აღნიშნული სურათი მისი ერთადერთი ოფიციალური პორტრეტი გახლავთ,რომელმაც დღევანდელ დღემდე მოაღწია.
პოტიომკინს დახვეწილი მანერები არ გააჩნდა.ერმიტაჟის წესდების მესამე მუხლი საგანგებოდ მისთვის იყო განკუთვნილი და იუწყებოდა: გთხოვთ,იყოთ მხიარულად,მაგრამ არაფერი დაამსხვრიოთ,არ გატეხოთ და ფრჩხილები არ მოიკვნიტოთო.იგი რაღაცნაირი მხიარულებით გამოირჩეოდა,აგრეთვე იმით,რომ ფრჩხილების კვნეტა ან ნიადაგ აბურდულ თმაში თითების შეყოფა უყვარდა.იგი ხშირად უნახავთ თავის აპარტამენტებში შილიფად ჩაცმული,დაუვარცხნელი,ჭუჭყიანი ბოლთასა სცემდა და ფრჩხილებს იკვნეტდა.იგი ჭამდა და სვამდა ძალიან ბევრს,გულგრილად და განურჩევლად,ნთქავდა როგორც საგანგებოდ შერჩეულ,ასევე ნაკლებ დელიკატურ სასმელებს და კერებს,მუდამ თან ჰქონდა ანდა ღამის მაგიდაზე ედო რუსულად გაკეთებული ღვეზელების მარაგი და მთელ დუჟინ ბურახს სვამდა.მგზავრობისას გზად ნიორს და შავ პურს მიირთმევდა,მაგრამ პეტერბურგში,კიევში ან იასში მის სუფრაზე შეიძლებოდა გენახათ ყველა ქვეყნის რჩეული დელიკატესები,ხამანწკები და ცქვრინები,პროვანსის ზეთისხილი და ასტრახანის საზამთროები.
იმპერატორის კარზე მიღებების გარდა განუზომელი ძალაუფლების მქონე პოტიომკინს ჩვეულებრივ მხოლოდ ვეება ხალათი ეცვა,რომლითაც ქალებსაც კი ხვდებოდა.პროვინციებში ჩასული აუდიენციებს აწყობდა და ოფიციალურ სადილებს ესწრებოდა.ხალათის შიგნით მას არც შარვალი ეცვა და არც ნიფხავი.ერთხელ ლოგინში ჩაწოლილმა,შიგ ერთიანად გაშხვართულმა მიიღო ფრანგი დიპლომატი.
მიუხედავად იმისა,რომ პოტიომკინი უზარმაზარი ქონების პატრონი იყო,ფულის უანგარიშოდ ფლანგვის გამო იგი მაინც დიდ ვალებს იღებდა,რომელთაც შემდგომ მისი “საყვარელი” ქალი – ეკატერინე II ისტუმრებდა.ბანქოს აზრატული თამაშების მოყვარული გრიგორი მთელ ღამეებს ბანქოს სათამაშო მაგიდასთან ათენებდა და საკმაოდ სოლიდურ თანხებსაც აგებდა.რუსეთის იმპერიის შავი ზღვის სამხედრო-საზღავო ფლოტის პირველი შემქმნელი თავადის – პოტიომკინის ხელში იყო საგანგებო ფონდები: რვა მილიონი მანეთი ოქროთი და ვერცხლით; ეკატერინოსლავისა და თავრიდის გუბერნიების გამოსაღები – დაახლოებით ორი მილიონი,დაბოლოს,არმიის საჭიროებათათვის საინტენდანტოს მიერ შემოტანილი თორმეტი მილიონი მანეთი.
1789 წლის თებერვალში დედოფალმა თავის ლაქია ზოტოვს ჰკითხა: ” – უყვართ თუ არა თავადი პოტიომკინი სანკტ-პეტერბურგში?” – რაზეც მისგან შემდეგი პასუხი მიიღო: ” – დიახ,ორს უყვარს: ღმერთსა და თქვენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
პოტიომკინს გაგიჟებით უყვარდა მუსიკა და გააჩნდა საკუთარი ორკესტრი,რომლის სადირიჟოროდაც ავსტრიიდან კინაღამ ჩამოიყვანა გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.მას აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელებაში (მიმდინარეობდა მოცარტტან მოლაპარაკებები) კომპოზიტორის მოულკოდნელმა აღსასრულმა შეუშალა ხელი.
ასეთი ფიზიკური და ზნეობრივი თვისებების მქონე კაცს შეეძლო მხოლოდ უჩვეულო დარდიმანდის შთაბეჭდილება მოეხდინა.პოტიომკინის გონებრივ შესაძლებლობებზე ძნელია რაიმე გარკვეული ითქვას.პოლიტიკური ჭკუა მას არ ჰქონდა.უსისტემოდ იქცეოდა და თანამიმდევრულად აზროვნებდა.თუმცა მას გააჩნდა ყველაზე დიდი კოზირი – ეკატერინე მეორის ფავორიტის სტატუსი.
პოტიომკინის ბიოგრაფი და მდივანი – სენ-ჟანი ირწმუნებოდა,რომ მას შემდგომ,რაც ეკატერინემ პოტიომკინი სხვა უამრავ ფავორიტში გაცვალა,თავადს დაევალა შეედგინა სპეციალური სია იმ ახალგაზრდა ოფიცრების გვარებით,რომლებიც განსაკუთრებული სილამაზითა და ტემპერამენტით გამოირჩეოდნენ.რჩეულებს კი ისეთივე ფუნქცია უნდა შეერულებინათ,როგორც თავად ასრულებდა წლების განმავლობაში… ამის შემდგომ,პოტიომკინი “კანდიდატების” სურატებს მხატვრებს ახატვინებდა და დედოფალთან მიჰქონდა ასარჩევად.
1791 წლის 5 ოქტომბერს (ძველი სტილით) თავადი გრიგორი პოტიომკინი გარდაიცვალა.ეკატერინე ასაზღვროდ დაამწუხრა მისმა სიკვდილმა: “პოტიომკინის სიკვდილის ამბავი რომ გაიგო,დედოფალმა გონება დაკარგა და იძულებული გახდა სისხლი გამოეშვა”, – იტყობინებოდა საფრანგეთის დესპანი რუსეთში – ჟენე.
” – ვისით შვცვალო ასეთი კაცი? – უმეორებდა ეკატერინე თავის მდივანს ხრაპოვიცკის. – ჩვენ ყველანი,ახლა ლოკოკინებს ვგავართ,რომლებიც ნიჟარებიდან თავის გამოყოფას ვერ ბედავენო”.
ერთი წლის შემდეგ, 30 სექტემბერს ანგელოზ-კერპის დღეს ხრაპოვიცკი თავის დღიურში აღნიშნავდა,რომ ბევრი ცრემლი დაიღვარა პოტიომკინის წლისთავზე.დედოფალი დილის ყველა მიღებას აუქმებს,თავისი აპარტამენტებიდან არ გამოდის და მთელი დღე სრულიად მარტოა.
ერთ-ერთი ვერსიით,რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ,ხერსონის წმინდა ეკატერინეს ეკლესიაში დაკრძალული “დიდი ადამიანის” (ასე უყვარდა ეკატერინეს პოტიომკინის მოხსენიება) – გრიგორი პოტიომკინის ნეშტი ზუბოვის,უფრო სწორად რომ ვთქვათ – იმპერატორ პავლეს ბრძანებით ამოთხარეს და საერთო სასაფლაოში ჩააგდეს. და მართლაცდა,ხერსონის ეკლესიაში ღვთისმოსავი გრაფინია ბრანიცკაიას მიერ აგებული მავზოლეუმი დაანგრიეს,რის შემდეგაც მისი ნეშთი გაქრა,მაგრამ საფლავის შეურაცხყოფაში ბრალი მიუძღვის ტახტზე ასულ იმპერატორ პავლეს.მან ბრძანება გასცა,კვალიც კი არ დარჩენილიყო პოტიომკინის საფლავისა. (ავტორი გენია.ჯი)