ბაბილონური მედიცინა
უძველესი ეპოქების ბაბილონში მედიცინა მჭიდროდ გახლდათ დაკავშირებული რელიგიასთან,ხოლო მედიკოსები კი განსაკუთრებულ სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ. (ავტორი გენია.ჯი) და რადგანაც ბაბილონური მედიცინა მტკიცედ იყო გადაჯაჭვული რელიგიასთან,ამა თუ იმ პაციენტის განკურნების პროცესიც მაგიური და რელიგიური რიტუალებისაგან შედგებოდა.ბაბილონელთა რწმენით,დაავადებების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი ღმერთების რისხვასთან გახლდათ დაკავშირებული. ძვ.წ.აღ-ით 2000 წლისათვის ბაბილონურ მედიცინაში ხშირად გამოიყენებოდა მკურნალობის მაგიური მეთოდები.თავად მკურნალობა კი ყოველთვის ხორციელდებოდა ბაბილონური ღმერთების პანთეონის წარმომადგენელთა მფარველობის ქვეშ.მკურნალობის მფარველ ბაბილონურ ღვთაებას – გულა წარმოადგენდა,რომელმაც მედიცინის საიდუმლოება – ანუს,ენლილისა და ეასაგან შეიტყო.გარდა გულასი,ბაბილონელთა რწმენით,მედიცინასთან ასევე დაკავშირებული გახლდნენ სხვა ბაბილონური ღმერთებიც.მაგალითად,იშთარის გამოსახულებას ავადმყოფის განკურნება ძალუძდა,ხოლო ნერგალი,რომელიც ინფექციურ დაავადებებსა და ცხელებას წარმართავდა,აღნიშნული დაავადებებით ი9მ ადამიანებს აავადმყოფებდა,რომლებიც მის რისხვას გამოიწვევდნენ. (ასვტორი გენია.ჯი) თუკი ექიმი დაადგენდა და დარწმუნდებოდა,რომ ესა თუ ის ავადმყოფობა ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული და მკურნალობაც შესაძლებელი იყო,ასეთ შემთხვევაში იგი პაციენტს სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებს უწერდა.ხოლო იმ შემთხვევაში კი,როდესაც მედიკოსი ჩათვლიდა,რომ პაციენტის გამოჯამრთელება შეუძლებელი გახლდათ,მაშინ მას არავითარ სამკურნალო საშუალებებს არ სთავაზობდა და ფაქტობრივად,სასიკვდილოდ იმეტებდა.აქვე გასათვალისწინებელია ისიც,რომ ბაბილონელი მედიკოსები დიაგნოზის დასმისას და მკურნალობისას ერთობ დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ,რადგან არასწორი დიაგნოზისა და მკურნალობის შემთხვევაში,ბაბილონში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,მათ ხელების მოკვეთა ემუქრებოდათ.ძველი ეპოქის ბაბილონში ექიმ-პრაქტიკოსებთან ერთად ექიმი-მაგებიც მოღვაწეობდნენ,რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მკურნალობისას,მაგიურ რიტუალებს ანიჭებდნენ.ბაბილონელი ექიმები წამლების რეცეპტებს თიხის დაფებზე წერდნენ.ექიმების მიერ შედგენილი რეცეპტები გაჯერებული გახლდათ უამრავი სახეობის მცენარეებით,მინერალებითა და ცხოველური წარმომავლობის მქონე პროდუქტებით.მათ შორის, – ფინიკის პალმა,ხახვი,კიტრი,სალათა და ნიორი.რაც შეეხება ცხოველური წარმომავლობის პროდუქტებს,ბაბილონელი ექიმები წამლების დასამზხადებლად იყენებდნენ – თაფლს,მოლუსკების ნიჟარებს,სისხლს,თევზის ქონს,ცხვრის ტყავს და რაც ყველაზე საკვირველია, – ექსკრემენტებსაც კი.წამლები მზადდებოდა,როგოც აბების სახით,ასევე ფხვნილის,ტამპონისა და კრემების სახითაც.ექიმი-მაგიკოსები ექიმი-პრაქტიკოსებიოსაგან განსხვავებით,მთელ სამკურნალო პროცედურებს რელიგიურ დატვირთვას აძლევდნენ და გარდა სხვადასხვა სახის რელიგიური რიტუალების აღსრულებია,გამუდმებით ლოცულობდნენ,რათა განრისხებულ ღმერთებს რისხვა დაეოკებინათ და მათი პაციენტები შეეწყალებინათ.ნიშანდობლივია,რომ ბაბილონური მედიცინა არ იცნობდა კბილების მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს (კბილის ამოღებას)და სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ პაციენტებს კბილის ტკივილის შემთხვევაში გამაყუჩებელი საშუალების სახით აწვდიდნენ სხვადასხვა მცენარეებისაგან დამზადებულ საანესთეზიო პასტებს. (ავტორი გენია.ჯი)