რა უპასუხა სტალინმა ჩერჩილს გერმანელთა მიერ დატყვევებული იაკობ ჯუღაშვილის შესახებ…

მას შემდეგ,რაც გერმანელმა ფაშისტებმა ტყვედ აიყვანეს საბჭოთა გენსეკის – იოსებ სტალინის ვაჟი – იაკობ ჯუღაშვილი,ერთ-ერთი შეხვედრისას დიდი ბრიტანეთის ლეგენდად ქცეულმა პრემიერ-მინისტრმა – უინსტონ ჩერჩილმა ბელადს ჰკითხა:

- პრემიერ სტალინ! მითხარით გეთაყვა,რა არის ცნობილი თქვენი ვაჟის,იაკობის შესახებ?

პასუხად სტალინმა ეშმაკურად მოჭუტა თვალები და მიუგო:

- თქვენთვის არ არის ცნობილი ბატონო,ჩერჩილ? – შემდეგ მცირე პაუზა გააკეთა და განგრძო: – იცოდეთ,დაკარგულს უკან ვერაფრით ვეღარ დაიბრუნებ! (ავტორი გენია.ჯი)

ჩერჩილი სტალინის პასუხმა ერთობ დააბნია,მან უხერხულად იგრძნო თავი,რაღაცის თქმაც დააპირა,მაგრამ ვერ მოახერხა,მერე როგორც იქნა,გამონახა ამ სიტუაციის შესაფერისი სიტყვები:

- ეს მართლაც რომ საშინელი ტრაგედიაა! სულითა და გულით თანაგიგრძნობთ და მონაწილე ვარ თქვენი მწუხარებისა.მაგრამ,მე მგონია,რომ თქვენ არასწორად მოიქეცით,როდესაც უარყავით წინადადება თქვენი შვილის ფედმარშალ პაულიუისში გაცვლაზე.

- არა,მე სწორად მოვიქეცი! – შეაწყვეტინა სტალინმა, – არ მაქვს მორალური უფლება ათასობით და ათიათასობით უბედური მამების გვერდით მე,იოსებ სტალინი ბედნიერი მამა ვიყო.იქ ფრონტზე ყველა ჩემი ძმები და შვილები არიან! – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება