ნიკოლო პაგანინი უკანასკნელ გზაზე…
1840 წლის 27 მაისს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში აღესრულა ეკლესიისაგან შერისხული და ყველასაგან მიტოვებულ-მოძულებული გენიალური იტალიელი მევიოლინე,კომპოზიტორი და გიტარისტი – ნიკოლო პაგანინი. (ავტორი გენია.ჯი) ჯადოსნობასა და ეშმაკთან ხელშეკრულების დადებაში ბრალდებული პაგანინის წინააღმდეგ ნიცის სასამართლო ტრიბუნალმა სავსებით დაამტკიცა ქალაქ ნიცის მონსინიორ ეპისკოპოსის – ანტონიო გალვანის დადგენილება და გააორკეცა კიდეც სასჯელი.
ჯაჭვი შეიკრა მთელი საფრანგეთის მიწაწყალზე.საიდუმლო ინსტრუქციები,ოქმები და ცირკულარები კატეგორიულად კრძალავდა პაგანინის დამარხვას ყველა ქვეყანაში,სადაც კი ჩვენი მაცხოვარის – იესო ქრისტეს ჯვარი იყო ზეაღმართული.
“და არ იქმნას მიბარებული მიწას სასაფლაოსა,ქალაქისასა,კერძოსა და სახელმწიფოსა,მემამულისა და გლეხისა,სააზნაუროსა და საგრაფოსა,ტყესა და მინდორსა,ვენახსა და ხილის ბაღში,აზნაურთა მამულში და ვაჭართა ქალაქში,სადაც უნდა იყოს და რა მიზეზითაც უნდა იყოს, და თუ ეს მოხდეს საიდუმლოდ,მაშინ დე იყოს განწმენდილი ყველა ცოდვათაგან ეკლესიის ის ერთგული შვილი,ვინც ამოსთხრის მიწიდან ამ სატანის გვამს,ამოაგდებს კუბოდან და გაატანს ქარსა”. – ასეთი სახის ამაზრზენი განჩინება გამოუტანა საფრანგეთის ეკლესიის უმაღლესმა სასულიერო იერარქიამ გარდაცვლილ პაგანინის… (ავტორი გენია.ჯი)
ჰოსპიტალში გადატანილი დიდი ვირტუოზის კუბო,იმ მოტივით,რომ ჰოსპიტალი წარმოადგენდა ჯანსაღობის აღსადგენ ადგილს და არა ბილწი მიცვალებულის დასამარხ ადგილს, – “გაძევებული” იქნა ჰოსპიტლიდან.
ქვიანი გზა აღმოსავლეთისაკენ ზღვის ნაპირით მეტისმეტად ძნელი იყო,რვა კაცი და წინ პატარა ბიჭი – აქილინო (პაგანინის ვაჟი),ფარანით ხელში,გაწამებული და დაიარავებული მუხლებით მიყვებოდნენ კუბოს.
წვიმა,ჭექა-ქუხილი,ქარიშხალი და ზღვის მოქცევა მიაცილებდა პაგანინის გვამს ნიციდან აღმოსავლეთში.
ვილა ფრანკა,ლაზარეთი,ლაზარეთთან მორგი დამხრჩვალთათვის,მეთევზეებისათვის და იმათთვის,ვინც მოკლულია პაპის ჟანდარმერიისაგან.ამ ლაზარეთში მკვლელებისა და მეძავების გვამთა გვერდით დაიდგა თუთიის კუბო,რომელშიც იმ საუკუნის ველური უვიცობის გამოხმობის გამოისობით გენიალური იტალიელი მევიოლინე – ნიკოლო პაგანინი იწვა.მაგრამ იქ ორ დღეზე მეტი ხნით პაგანინის ცხედრის გაჩერება არ შეიძლებოდა.აქილინო მარტო ჩავიდა გენუის მახლობლად პოლჩევერაში და ითხოვა ნება,წაეღო მამა განთქმულ გენუის სასაფლაოზე.პოლჩევერაში საერთოდ არ იცოდნენ ვინ იყო პაგანინი,მაგრამ შავი ჭირით არიან შეშინებულნი და ეშინიათ იმისი,რაც,მოქალაქეების აზრით,მას ავრცელებს.
პატარა ბიჭმა დაიარა მთავრობისა და განთქმული ხალხის სახლები.ქედმაღალი ან მოწყალე იერით ათვალიერებდნენ თავით ფეხებამდე ჭაბუკ მომსვლელს.
- პაგანინი! – არ გაგვიგონია.
ბოლოს ვილა ფრანკის სარდაფში,დიდი თანხის გაღების შემდეგ,ახერხებენ მიიღონ პაგანინის კუბოსათვის თავშესაფარი.ხანგრძლივი მოგზაურობა ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე.პირქუში და მძიმე ცხოვრება.ზღვის სანაპიროზე,მარსელიდან ესპანეთის ნაპირებამდე და მარსელიდან გენუამდე.მოსყიდვის ყველა ღონისძიება იქნა ნაცადი.
ღამით ესპანეთის სანაპირო გზაზე,თითქმის ესპანეთის საზღვართან,გამოჩნდა ჭუჭყიანი,მაღალი,გადაბმულწარბებიანი კაცი.მან შეიტყო ამ უცნაური მოგზაურობის ისტორია,რომელიც ძალიან ჰგავდა იზაბელა კასტილიელის მოგზაურობას,თავისი ქმრის კუბოს რომ დაყვებოდა თან და ელოდა მეუღლის მკვდრეთით აღდგომას.
- არ გაივლის ერთი წელი, – ამბობდა ის,რომ ეს მევიოლინე კვლავ გამოჩნდება ევროპაში.მე ამას ვიცნობ,იგი აღსდგება.
აი,როგორც იქნა,ნაპირიც და ზღვის ტალღებს მიღმა კუნძული გამოჩნდა.
ღამით პაგანინის კუბო,უცნობი გემის კაპიტნის ბრძანებით,გადააქვთ სენ-ფეროლის პატარა კუნძულზე,სადაც გამოქვაბულის თავზე ჯაჭვებით იქნა დაკიდებული იგი.
მთავრობამ გაიგო,რომ აქილინომ მამა კუნძულზე დამარხა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ იგი გადაჰყვა პერგამენტების,ძველი წიგნებისა და ენციკლიკების შესწავლას,რომლითაც დაამტკიცებდა მის უფლებას მიწისათვის მიებარებინა მამის გატანჯული ცხედარი.
როგორც ცნობილია,”ქრთამი ჯოჯოხეთს ანატებს’, – ასევე იყო პაგანინის შემთხვევაშიც.მილიონ ასი ათასი ფრანკი ოქროს ნაკადად ჩაეშვა რომის სამოციქულო ეკლესიის კურიის კონისტორიის არხში, და ეკლესია “სტეკატა” 1853 წელს ლოცვას აღავლენს უმაგალითო ცოდვილის ცოდვათაგან განსაწმენდელად. (ავტორი გენია.ჯი)
კანონიკური სამართლის ერთ-ერთმა საუკეთესო მცოდნემ – აქილინო პაგანინიმ თორმეტი წლის განმავლობაში ოთხჯერ ამოთხარა და ჩაფლა მამის ცეხდარი.დადგა 1876 წელსი.პალევრის ვილის აკლდამიდან პაგანინის კუბო ფარულად გადაიტანეს პარმის სასაფლაოზე,სადაც პირველად ჩაასვენეს იგი ქვის აკლდამაში.მაგრამ გავიდა კიდევ ჩვიდმეტი წელიწადი,ვიდრე რომის პაპმა ნება დართო მიებარებინათ ნიკოლო პაგანინის ნეშტი – მიწისათვის.
“მამაჩემის ხსოვნა ყველამ დაახურდავა.მიუხედავად ამისა,იგი მაინც აღსდგება!”- განაცხადა აქილინომ.თუმცა მისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო,რომ მან ორმოცდათექვსმეტწლიანი უდიდესი და შეუპოვარი ბრძოლის შედეგად,მამამისი საბოლოოდ მიაბარა მიწას… (ავტორი გენია.ჯი)