სტანჩიკი – (მასხარა,რომელიც ერთადერთი დასტიროდა პოლონეთის მომავალს)
ძალიან რთული დასადგენია,თუ საიდან იღებენ დასაბამს ისეთი კომიკური პერსონაჟები,როგორებიც არიან – “მასხარები”.სრულიად შესაძლებელია,რომ ისინი დასაბამს იღებდნენ მითოლოგიის ღრმა ფესვებიდან,რადგან მასხარები ერთობ ჩამოჰგვანან ისეთ მითოლოგიურ პეროსნაჟებს,როგორებიც გახლდნენ – ტრიქსტერებს.თავის მხრივ კი შევნიშნავ,რომ ისინი არ ექვემდებარებოდნენ საყოველთაოდ დადგენილ საზოგადოებრივ წესებს და მასიურად სჩადიოდნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. (ავტორი გენია.ჯი) პირველი დოკუმენტურად დადასტურებული ცნობები,საიდანაც ირკვევა,რომ ეგვიპტის მმართველს ძვ.წ.აღ-ით IV-III საუკუნეებში – პტოლემე I სოტერს ჰყავდა მასხარა,მოგვაწოდა დიდმა ძველმა რომაელმა მწერალმა და ერუდიტმა – პლინიუს უფროსმა.მიუხედავად იმისა,რომ სამეფო,საიმპერატორო თუ დიდებულთა სასახლეებში დაბინავებული მასხარები თავიანთი მეპატრონეების ერთგულ “მეგობრებად” იყვნენ მიჩნეულნი და შესაძლებლობა გააჩნდათ ნებისმიერ თემას შეხებოდნენ,მათ ქმედებებს მაინც ვერ დავარქმევდით თავისუფალს,რადგან ყოველ მეპატრონეს გააჩნდა უფლება,მის საკუთრებაში არსებული მასხარა არა დაეტუქსა და ეცემა,არამედ – მოეკლა კიდეც.გარდა ამისა,შუა საუკუნეებში მათ კატეგორიულად ეკრძალებოდათ იმ ქალაქის გალავნების დატოვება,სადაც ცხოვრობდნენ.ისტორიამ მრავალი ისეთი მასხარის სახელი შემოგვინახა,რომლებიც განსასკუთრებული იუმორით,მჭერმეტყველებითა და გონიერებით გამოირჩეოდნენ.მაგალითად – იან დ’აკოსტა,ტრიბულე,არჩიბალდ არმსტრონგი,რაერი,შიკო და სხვები.თუმცა ამჯერად თქვენს ყურადრებას გავამახვილებ დიდი ლიტვის თავადისა და შემდგომში პოლონეთის მეფის – ალექსანდრე I იაგელონის,სიგიზმუნდ I მოხუცებულისა და სიგიზმუნდ II ავგუსტის სახელოვან მასხარაზე – სტანჩიკზე.სტანჩიკის ბიოგრაფიის შესახებ ცნობები მეტად მწირია,თუმცა ცნობილია,რომ სტანჩიკი კრაკოვთან ახლოს მდებარე სოფელ პროშოვიცაში დაიბადა 1480 წელს.თავისი “პრივილიგირებული” მდგომარეობა მეფის სასახლის კარზე თავისივე მახვილგონიერებით დაიკავა.როგორც მრავალი ისტორიული წყარო მოწმობს,პოლონეთის მეფეების მასხარა ძალიან გონივრულად სარგებლობდა მასხარის სტატუსით და საშინელი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა ქვეყნის მმართველების მიერ წარმოებულ უდარდელ პოლიტიკას.სტანჩიკის ასეთმა ქმედებებმა პოლონელ ხალხში მას უდიდესი პოპულარობა შესძინა და როგორც იმ პერიოდში ამბობდნენ,სამშობლოს ბედზე ყველაზე მეტად სწორედ ის დარდობდა.ქვეყნის ბედით გულდამწვარი სტანჩიკი გახლდათ ის ერთადერთი ადამიანი,რომელმაც ერთ-ერთი ბალ-მასკარადის მიმდინარეობისას შექეიფიანებულ მეფეს უთხრა,რომ მის არმიას დიდი საფრთხე ელოდა და სმოლენსკს დაკარგავდა და რაიმე ეღონა ამ საშინელების თავიდან ასაცილებლად.თუმცა… (ავტორი გენია.ჯი) სტანჩიკის პოპულარობა იმდენად დიდი იყო,რომ იგი არა მხოლოდ გენიალურმა პოლონელმა მხატვარმა – იან მატეიკომ გამოსახა სურათზე,არამედ XIX საუკუნეში გალიციაში ჩამოყალიბებულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ,რომელმაც მიზნად დაისახა პოლონეთის განთავისუფლება ავსტრიული ოკუპაციისაგან,სახელწოდებად – “სტანჩიკები” დაირქვა.სახელოვანი პოლონელი მასხარის მახვილგონივრულ ციტატებს ციტირებდნენ რენესანსის ეპოქის ისეთი დიდი პოლონელი მწერლები,როგორებიც იყვნენ – ნიკოლაი რეი,იან კოხანოვსკი და სხვები.პოლონეთის მომავლით დადარდიანებული დიდი მამულიშვილი – სტანჩიკი,რომელიც ამასთანავე პოლონელი მეფეების კარზე მასხარის კომიკურ პერსონაჟს განასახიერებდა,გარდაიცვალა დაახლოებით 1560 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)