ამაზრზენი რეცეპტი ოსვალდ კროლის წიგნიდან – “ქიმიური ბაზილიკა”…
ოსვალდ კროლი (1560-1609 წლები) – წარმოადგენდა საღვთო რომის იმპერატორ რუდოლფ II ჰაბსბურგის სასახლის კარზე მოღვაწე გერმანელ ალქიმიკოსს და ცნობილი შვეიცარიელი ალქიმიკოსისა და მაგის – თეოფრასტე პარაცელსის მიმდევარს,რომელმაც 1609 წელს გამოაქვეყნა თავისი მთავარი ნაშრომი,სახელწოდებით – “ქიმიური ბაზილიკა”. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,შუა საუკუნეებში (და არა მხოლოდ შუა საუკუნეებში,არამედ ანტიკურ ხანაშიც) ადამიანები სხვადასხვა დანიშნულებებისამებრ ერთობ აქტიურად გამოიყენებდნენ ადამიანთა სისხლს (მის გამოყენებას სასიცოცხლო ძალების აღდგენსათან უკავშირებდნენ) და ადამიანის ტყავს (ამზადებდნენ არა მხოლოდ წიგნის ყდებსა და ქისებს,არამედ ტანისამოსსაც).თუმცა,მოიძებნებოდნენ ისეთი “მეცნიერებიც” (განსაკუთრებით ალქიმიკოსები),რომლებიც რეკომენდაციას ადამიანის ხორცით კვებასაც კი უწევდნენ.ერთ-ერთი ასეთი ალქიმიკოსი გახლდათ ჩვენი პოსტის “გმირი” – ოსვალდ კროლი,რომელმაც მის მიერ დაწერილ ნაშრომში – “ქიმიური ბაზილიკა”,სხვა უცნაურ და უჩვეულო სამკურნალო რეცეპტებთან ერთად,ერთი ძალიან ამაზრზენი რეცეპტიც შესთავაზა მკიითხველს.ოსვალდი მკითხველს ისეთი სახის რეცეპტს სთავაზობდა,რომელსაც ვფიქრობ,რომ არავითარი კომენტარი არ ესაჭიროება: “აიღეთ 24 წლამდე ახალგაზრდა წითური მამაკაცის დაუზიანებელი სუფთა გვამი,რომელიც სიკვდილით დასჯილი უნდა იყოს არა უმეტეს ერთი დღისა (ცნობისათვის,შუა საუკუნეებში ჯალათები მასობრივად ვაჭრობდნენ სიკვდილით დასჯილი ადამიანების გვამებით).უმჯობესია,რომ მსხვერპლი ჩამოხრჩობის გზით ან სარზე დასმით იყოს გარდაცვლილი.იგი ერთი დღისა და ღამის განმავლობაში გააჩერეთ მზისა და მთვარის შუქზე,რის შემდგომაც დაანაწევრეთ დიდ ნაჭრებად.დაჭრილი ნაწილები კი იმისათვის,რომ არ გამაგრდეს,კარგად შეაზავეთ მურითა და ალოეთი”.