გადაუხადეს თუ არა ქრისტიანული წესის დაცვით პარაკლისი გარდაცვლილ სტალინს?
ერთ დღეს კუნცევოს აგარაკზე საკუთარ კაბინეტში მყოფ სტალინს მოახსენეს,რომ მას რუსეთის პატრიარქი ალექსი ეწვია და თქვენთან შეხვედრას ითხოვსო.როგორც ირწმუნებიან,სტალინი პატრიარქ ალექსის მიმართ კარგ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა,რადგან იგი მას ჭკვიან,დინჯ და დაკვირვებულ ადამიანად მიიჩნევდა. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,სტალინს მის მიღებაზე უარი არ უთქვამს.შემოვიდესო,განაცხადა მაშინვე.
პატრიარქი სტალინის კაბინეტში შევიდა,იქაურობა თვალის ერთი გადავლებით გადაათვალიერა და მერე კაბინეტში მყოფ სხვა პირებს მიესალმა.
სტალინმა პატრიარქს სთხოვა მის გვერდით დამჯდარიყო,რაც პატრიარქმა შეასრულა,მალე მათ შორის გაიმართა საქმიანი საუბარი.საუბრის დასასრულს,ყველასათვის მოულოდნელად,ალექსიმ საბჭოთა გენსეკს ასეთი სიტყვებით მიმართა: ” – თქვენ,ძვირფასო სტალინ,მთელი მსოფლიოს ხალხთა სულიერი მამა და ბრძენი ბელადი ბრძანდებით.ღმერთმა ჰქნას,რომ კიდევ ასი წელიწადი იცოცხლოთ.მაგრამ მე მაინც ერთი რამ მინდა გთხოვოთ – თუკი თქვენ ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ამ ქვეყნიდან წახვალთ,ვისურვებ,დაგიფაროთ ღმერთმა,დიდმა მამაზეციერმა,მაგრამ თუკი მოხდა უბედურება,ნება მომეცით,ქრისტიანული წესით პარაკლისი გადაგიხადოთ”.
სტალინმა ულვაშებში ჩაიღიმა,ადგა,გაიარ-გამოიარა,კაბინეტში მყოფებს თვალი გადაავლო,შემდეგ პატრიარქს მხარზე ხელი მეგობრულად დაადო და ღიმილით უთხრა: ” – თქვენ ამისათვის არავინ დაგსჯით,ასე რომ,შეგიძლიათ სურვილისამებრ იმოქმედოთ!”.
პატრიარქმა ბელადს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისათვის და ყველას გამოეთხოვა.
სტალინმა თვალი გააყოლა ალექსის,მერე კაბინეტში მყოფებს მიუბრუნდა და უთხრა: ” – ხედავთ თქვენ,რა ხდება? პატრიარქი ჩემი სულის გადარჩენაზე ფიქრობს! როგორია ეს,კარგი თუ ცუდი? შეიძლება მართლაც კარგი იყოს… ვინ იცის”… (ავტორი გენია.ჯი)
აღნიშნული შეხვედრიდან სულ რაღაც ნახევარ წელიწადში,ანუ 1953 წლის 5 მარტს – იოსებ სტალინი მართლაც გარდაიცვალა. 7 მარტის ღამეს პატრიარქი ალექსი კრემლს ეწვია და ქვეყნის ხელმძღვანელ პირებს სტალინისათვის პარაკლისის გადახდის ნება სთხოვა.ამ დროს სტალინის კუბოსთან პოლიტბიუროს წევრები – ვოროშილოვი და ბულგანინი მორიგეობდნენ.ისინი ერთობ გააოცა პატრიარქის ინიციატივამ და ალექსის პარაკლისის გადახდაზე ცივი უარი უთხრეს: – რა პარაკლისი,რისი პარაკლისი,სად სტალინი და სად პარაკლისიო.
მაგრამ ალექსიმ თავისი დაიჟინა და ბოლოს ისიც კი განაცხადა,რომ მას პარაკლისის გადახდის ნებართვა თავად სტალინისაგან ჰქონდა ბოძებული.მოწმეებად იკი ვიაჩესლავ მოლოტოვი და გიორგი მალენკოვი დაასახელა (სწორედ ისინი ესწრებოდნენ იმ დღეს სტალინისა და პატრიარქ ალექსის შეხვედრას ბელადის კაბინეტში).
მოლოტოვი და მალენკოვი შუა ღამისას კრემლში დაიბარეს.ადგილზე მისულებს ვოროშილოვისა და ბულგანინის გარდა ლავრენტი ბერიაც დახვდათ.ბერიამ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ვერ დამალა და მოლოტოვსა და მალენკოვს უსაყვედურა: – ეს რა პარაკლისის ჩატარება დაპირდით ამ უსაქმურებსო?!
მოლოტოვმა და მალენკოვმა კი განაცხადეს,რომ ისინი პატრიარქს არაფერს დაპირებიან, და, რომ პარაკლისის გადახდის ნება ალექსის თავად სტალინმა დართო.ამის საპასუხოდ ბერიას არაფერი უთქვამს,შებრუნდა და იქაურობა დატოვა.
პატრიარქს კი ნება ებოძა აღესრულებინა თავისი მოვალეობა, და მანაც არ დააყოვნა – სტალინს სრული ქრისტიანული წესის დაცვით გადაუხადა პარაკლისი. (ავტორი გენია.ჯი)