რა წვლილი მიუძღოდა “United Fruit Company”-ს გვატემალის ხელისუფლების დამხობასა და მრავალწლიან სამოქალაქო ომში?

ცენტრალურ ამერიკაში განათვსებული ქვეყნის – გვატემალის რესპუბლიკის პრეზიდენტმა – ხაკობო არბენს გუსმანმა 1953-1954 წლებში ქვეყანაში აგრარული რეფორმების ფარგლებში გამოსცა ბრძანებულება მიწების ნაციონალიზაციის შესახებ,რომლის თანახმადაც ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ კორპორაციას - “United Fruit Company”-ს,რომელიც ეგზოტიკური ხილის ექსპორტით გახლდათ დაკავებული,გვატემალაში,კერძო საკუთრებაში აღებული მიწის ფართობები ჩამოერთვა და ადგილობრივ გლეხებს გადაეცა.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ზემოაღნიშნულ ამერიკულ კომპანიას გვატემალის ტერიტორიაზე არსებული ასეულობით ჰექტარი მიწა გვატემალის ექს-დიქტატორის – ხორხე უბიკოს ინიციატივით,სრულიად უფასოდ გადაეცა). (ავტორი გენია.ჯი) ტროპიკული ხილის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელები გუსმანის მიერ გამოცემულმა ბრძანებამ იმდენად აღაშფოთა,რომ მათ მხარდაჭერის მოპოვება აშშ-ის უმაღლეს ხელისუფლებისაგან გადაწყვიტეს.ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ,რომ აშშ-ის ხელისუფლება დაერწმუნებინათ,თითქოს გვატემალის ხელისუფლება პროსაბჭოთა კურსის გამტარებელი იყო.მალევე,”United Fruit Company”-ს ხელმძღვანელობამ მხარდაჭერა ძმები დალესისაგან მიიღეს.ერთი ძმა – ჯონ ფოსტერ დალესი იმ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა,ხოლო მეორე ძმა – ალენ უოლეშ დალესი კი – ცენტრალური სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობდა.გარდა ამისა,ამერიკულ კომპანიას მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტმა – დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერმაც. (ავტორი გენია.ჯი) 1954 წელს ამერიკის ხელისუფლებამ გვატემალის ხელისუფლებისაგან კონპანიისათვის უზარმაზარი კომპენსაციის გადახდა მოითხოვა.უარის მიღების შემდგომ,საქმეში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ჩაერთო,რომელმაც სამხედრო ინტერვენციის გზით დაამხო გვატემალის დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება.ხელისუფლებაში კი მოვიდა პროამერიკული პოლიტიკის მხარდამჭერი – კასტილიო არმასი,რომელმაც თავის მხრივ, – “United Fruit Company”-ს ჩამორთმეული მიწები უკანვე დაუბრუნა (გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ აღნიშნული კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელად 1954 წელს დანიშნული იქნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე – უოლტერ ბედელ სმიტი).ეგზოტიკური და ტროპიკული ხილის ექსპორტიორი კორპორაციის - ”United Fruit Company”-ს მიერ გვატემალის ტერიტორიაზე წარმოქმნილ სახელმწიფო გადატრიალებას თან მოჰყვა ოცდათექვსმეტ წლიანი სამოქალაქო ომი,რომელსაც ასეულობით გვატემალელის სიცოცხლე ემსხვერპლა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>