რობერტ გროსეტესტი – “ეპიზოდი”
რობერტ გროსეტესტი (1170-1253 წლები) – წარმოადგენდა ოქსფორდის ფილოსოფიური და საბუნებისმეტყველო სკოლის ინგლისელ ფუძემდებელს,ოქსფორდის უნივერსიტეტის კანცლერსა და ლინკოლნის საკათედრო ტაძრის ეპისკოპოსს. (ავტორი გენია.ჯი) ოქსფორდსა და პარიზში განათლება მიღებული რობერტი შესანიშნავი პოლიგლოტი გახლდათ.იგი გარდა მშობლიური ენისა,ფლობდა – ივრითს,არაბულ,ლათინურ და ბერძნულ ენებს.ლათინურ თარგმნა არისტოტელეს,შლომო იბნ გაბიროლისა და ფსევდო-დიონისე არეოპაგიტელის ნაშრომები.გარდა ამისა,დაწერა რამდენიმე ტრაქტატი,მათ შორის – “სფეროს შესახებ”,”ხაზების,კუთხეებისა და ფიგურების შესახებ”,”ცისარტყელას შესახებ” და “ზღვის მოქცევისა და მიმოქცევის შესახებ”.თუმცა,აღნიშნულ პიროვნებაზე თქვენი ყურადრება იმიტომ გავამახვილე,რომ სწორედ გროსეტესტი გახლდა ის პირველი მეცნიერი,რომელმაც ისააკ ნიუტონის მიერ “მსოფლიო მიზიდულობის კანონის” ფორმულირებამდე 400 წლით,ხოლო ბელგიელი მღვდლისა და მათემატიკოსის – ჟორჟ ლამეტრის მიერ “დიდი აფეთქების თეორიის” ფორმულირებამდე 700 წლით ადრე აღწერა სამყაროს შექმნის პროცესი,რომელიც გამოწვეული იქნა “დიდი აფეთქების” შედეგად.მანვე მატერიის კრისტალიზაციის გზით ახსნა პლანეტებისა და ვარსკვლავების ფორმირების პროცესიც. (ავტორი გენია.ჯი)