მუზამილ სეიედ ჰასანი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, 2004 წლის 15 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირება დაიწყო პირველმა მუსლიმანურმა სატელევიზიო ქსელმა – “Bridges TV”-მ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ტელევიზია გახსნილი იქნა პაკისტანური წარმომავლობის მქონე ამერიკელი მოქალაქის - მუზამილ სეიედ ჰასანის მიერ.მის უმთავრს მიზანს წარმოადგენდა ახლად დაარსებული ტელევიზიის საშუალებით იმ ნეგატიური სტერეოტიპების დამსხვრევა,რომელიც მოსახლეობაში გახლდათ გამეფებული ისლამის მიმდევრების მიმართ 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ამაზრზენი ტერაქტის შემდეგ.თუმცა მუზამილი 2009 წლის თებერვალში იქნა დაკავებული.საინტერესოა ის გარემოება,რომ ჰუმანიზმის მოქადაგე ჰასანს უმძიმეს დანაშაულში დაედო ბრალი.კერძოდ,მან ჯერ დანით ორმოცამდე ჭრილობა მიაყენა საკუთარ მეუღლეს – ასია ზუბაირს,ხოლო ბოლოს თავიც კი მოჰკვეთა.როგორც სასამართლომ დაადგინა,მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე,ასიამ სასამართლოში განქორწინებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი წარადგინა და მეუღლესთან განქორწინება მოითხოვა.ამ მოულოდნელმა ფაქტმა,მუზამილი განარისხა.მან ასია საკუთარი ნივთების წასაღებად სახლში დაიბარა,რა დროსაც განხორციელდა კიდეც ქალის სასტიკი და მხეცური მკვლელობა.სასამართლომ მუზამილი დამნაშავედ სცნო და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. (ავტორი გენია.ჯი)
ასია ზუბაირი და მუზამილ სეიედ ჰასანი