სტენდალი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთ წვეულებაზე მყოფ დიდ ფრანგ მწერალთან და ფსიქოლოგიური ჟანრის რომანის ფუძემდებელთან – ანრი მარი ბეილთან (1783-1842 წლები),იგივე – სტენდალთან,ასაკოვანი მამაკაცი მივიდა და დარდიმანდულ-თავაზიან კილოზე მისთვის უცნობ მამაკაცს ჰკითხა: – რა ხელობის ბრძანდებითო. (ავტორი გენია.ჯი) კითხვის დასმისთანავე სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სტენდალს და განგებ თავმდაბლურად,თუმცა ირონიულად უპასუხა: ” – მე ადამიანის გულის მეთვალყურე ვარ”.ასეთმა პასუხმა სტენდალისათვის უცნობ მამაკაცს აფიქრებინა,რომ იგი მას გაეხუმრა,თუმცა ვინც კარგად იცნობს დიდი ფრანგი მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას,გასაგები იქნება მათთვის,რომ ანრის ნამდვილად არ უხუმრია,რადგან მან მთელი თავისი სიცოცხლე სხვას არაფერს ისე მიზანსწრაფულად და გეგმაზიმიერად არ შესწირა,როგორც ადამიანთა სულიერი ცხოვრების თვალყურის დევნებას: არაფერი ისე არ აღვივებდა ხოლმე სტენდალის აზარტს,როგორც “ადამიანთა ტვინში ჩახედვა”. (ავტორი გენია.ჯი)